ახლო აღმოსავლეთის ტურნეში ბლინკენი ცდილობს მძევალთა შესახებ შეთანხმების მიღწევას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი არაბული ქვეყნების წარმომადგენლებთან გამართავს მოლაპარაკებებს კრიზისით გამოწვეულ ახალ ტურნეში, რომელსაც 5 თებერვალს იწყებს.
მოლაპარაკებების თემები იქნება ღაზის რეკონსტრუქცია და პალესტინელთა სახელმწიფოს დაარსების პერსპექტივები, თუ ისრაელი და აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასი დათანხმდებიან მძევალთა შესახებ შეთანხმებას – აცხადებს ერთ-ერთი ოფიციალური პირი.
ბლინკენის ტურნე საუდის არაბეთში იწყება, ეს სახელმწიფო მდივნის მეხუთე ტურნეა ახლო აღმოსავლეთში მას მერე, რაც 7 ოქტომბერს ჰამასი ისრაელს დაესხა თავს – რასაც მოჰყვა ისრაელის მხრიდან მასშტაბური შეტევა ღაზაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი