უკრაინის დაზვერვამ სპეცრაზმ ახმატში აგენტი ჩანერგა და კადიროველებს სათათბირო ოთახში მოსასმენები დაუმონტაჟა | უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს პრესსამსახურის ცნობით, თებერვლიდან აპრილის ჩათვლით, სამხედრო დაზვერვის სპეცდანაყოფმა, რომლის შემადგენლობაშიც იჩქერიელი მეომრებიც შედიან, სუმის მიმართულებით როსგვარდიის დანაყოფ „ახმატის“ დაქირავებული მებრძოლების განადგურების კომპლექსურ ოპერაცია ჩაატარა.
განადგურდა და დაზიანდა 160 ერთეულზე მეტი ჯავშანტექნიკა და ავტომობილი, 25-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი, ასევე კავშირგაბმულობის საშუალებები, რადიოელექტრონული ბრძოლისა და დაზვერვის სისტემები, საინჟინრო აღჭურვილობა და ტექნიკა, იარაღისა და საწვავის საწყობები და სხვა რესურსები.




