„სამსახურებრივ ავტომობილში ავზის მოცულობაზე მეტი საწვავი ჩაასხეს“ – აუდიტის ანგარიში

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2021-2022 წლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტმა დახარჯა 361.6 ათასი ლარის 127.4 ათასი ლიტრი საწვავი.
აუდიტის თანახმად, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მუნიციპალიტეტის თანამშრომლები სამსახურებრივ ავტომობილში ავზის მოცულობაზე მეტ საწვავს ასხამდნენ.
„2021-2022 წლებში გამოვლინდა სატრანსპორტო საშუალებაზე ერთჯერადად ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით საწვავის ჩასხმის 29 შემთხვევა, ხოლო დროის მცირე მონაკვეთში ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობით საწვავის ჩასხმის 6 შემთხვევა.
ბორჯომის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ მდებარე ბენზინგასამართ სადგურებზე 208 შემთხვევაში 7.3 ათასი ლიტრი საწვავი ჩასხმულია მივლინების ან/და სხვა სახის დასაბუთების გარეშე.
შვებულების პერიოდში მუნიციპალიტეტის თანამშრომლები არ არიან უფლებამოსილნი ისარგებლონ მათთვის გამოყოფილი საწვავით. მიუხედავად ამისა, 2021-2022 წლებში დაფიქსირდა შვებულების პერიოდშიკერძო ავტომობილების საწვავით გამართვის 21 შემთხვევა. ჯამშიგახარჯულია 840 ლიტრი საწვავი“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა