რა რეალური შანსები აქვს კვარას ოქროს ბურთზე | კვარას მაგია

ფასიანი განთავსება
რა რეალური შანსები აქვს კვარას ოქროს ბურთზე | კვარას მაგია
ფოტო:
10
წაკითხვა
ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში პარი სენ-ჟერმენმა და ბაიერნმა ფეხბურთის გულშემატკივარს დაუვიწყარი სპექტაკლი უსახსოვრეს. 9-გოლიანი თრილერის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირი და კაშკაშა ვარსკვლავი გახდა, რომელმაც მანუელ ნოიერის კარი ორჯერ, აუღებელი დარტყმებით დალაშქრა.
განსაკუთრებით ეფექტური პირველი გოლი გამოდგა: მოხდენილი მოძრაობით ქართველმა შემტევმა იოსიპ სტანიშიჩს თავბრუ დაახვია, შემდეგ კი გამოცდილი გერმანელი მეკარის კარი ულამაზესი დარტყმით აიღო.
მატჩამდე, ფრანგულმა გამოცემა L'Equipe-მა საკმაოდ თამამი პროგნოზი გააკეთა და აღნიშნა, რომ ხვიჩას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ სტანიშიჩს მოედანზე სერიოზული პრობლემები შეუქმნას.
როგორც აღმოჩნდა, წინასწარი მოლოდინი სრულად გამართლდა. სეზონის მეორე ნახევარში ისეთ სათამაშო კონდიციებში შევიდა, რომ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა პრაქტიკულად შეუძლებელია — ნებისმიერი კლუბის დაცვის ზღუდეს ქართველი ვარსკვლავი მარტივად ლახავს.
ფეხბურთში, გადამწყვეტ მომენტებში ლიდერობა ყოველთვის განსაკუთრებულად ფასობს, ხვიჩა კი პიკში სწორედ მაშინ შევიდა, როდესაც ტიტულებისთვის ბრძოლაში თითოეულ მოქმედებას გადამწყვეტი როლი აქვს.
შეგახსენებთ: ლონდონის ჩელსისთან სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემაც მიითვალა, შემდეგ ლონდონელებს გოლი საპასუხო შეხვედრაშიც გაუტანა. ითამაშა ნაკრებში და ისრაელს 2 გოლი გაუტანა, შემდეგ კი მორიგი დაუვიწყარი გოლი ლივერპულთან შემოგვთავაზა, სადაც მის თანამემამულეს, გიორგი მამარდაშვილს გვერდი ოსტატურად აუარა და ბურთი ცარიელ კარებში გადაგზავნა. საერთო ჯამში, ბოლო 11 შეხვედრაში მის ანგარიშზე 11 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა და იქნებ, ეს არცაა პიკი და ყველაფერი წინ გველოდება?
ოქროს ბურთის პრეტენდენტი?
სეზონის მიმდინარეობისას, ცნობილი ბრიტანული გამოცემა, Goal.com, ოქროს ბურთის პრეტენდენტთა განახლებად სიას გამოაქვეყნა, სადაც 16 აპრილის მონაცემებით, ხვიჩა კვარაცხელია მე-11 პოზიციაზე იმყოფება. სტატიაში აღნიშნულია: თუ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპის საუკეთესო მოთამაშე დღეის მდგომარეობით უნდა დავასახელოთ, ხვიჩა კვარაცხელია უდავოდ ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი იქნება. თუმცა, საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩენა, სავარაუდოდ, ხელისშემშლელი ფაქტორია იმ პოზიციასთან, რომლის დაკავებაც მას ოქროს ბურთის საბოლოო რეიტინგში შეუძლია.
გადამწყვეტ მომენტებში თავის გამოჩენა ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია. ამ კონტექსტში, მიუნხენის ბაიერნთან ნაჩვენები პერფორმანსი კვარაცხელიას ამ ჯილდოს პრეტენდენტთა სიაში კიდევ უფრო მაღლა წევს. ყოველ შემთხვევაში, Goal.com-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში ეწერა, რომ ოქროს ბურთი უტოპია აღარაა.
ხვიჩას ინდივიდუალური ოსტატობა, საგოლე ალღო და დაცვით ფაზაში აქტიური ჩართულობა, რასაც მისი ლიდერული ხასიათი ემატება, დღეს საერთაშორისო მედიისა და საფეხბურთო ექსპერტების განხილვის მთავარი თემაა.
უეინ რუნი კვარაცხელიას სათამაშო სტილს ასე აფასებს: კვარაცხელია არაპროგნოზირებადია. მას აქვს ჯანსაღი სითავხედე, რომელიც მხოლოდ მოედანზე საუკეთესო მოთამაშეებს ახასიათებთ. მან ზუსტად იცის, რომ მინდორზე საუკეთესოა.
საქებარი სიტყვები ლეგენდებისგან
მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. პარი სენ-ჟერმენის ისტორიაში ერთ სეზონში 15 საგოლე მოქმედება აქამდე არცერთ ფეხბურთელს ჰქონია. ქართველის თამაშით აღტაცებას ვერ მალავს მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა და CBS-ის ანალიტიკოსი ტიერი ანრი:
ის შიშის გარეშე თამაშობს და ბურთს რთულ მომენტებშიც აქტიურად ითხოვს. მას სურს, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს და ასეთი მენტალიტეტი იშვიათია. ხალხი მის ფინტებზე საუბრობს, თუმცა დააკვირდით, რამდენად სწორად არჩევს მომენტს, როგორ მოძრაობს, როგორ უქმნის სივრცეებს თანაგუნდელებს, როგორ აპრესინგებს მეტოქეს და როგორ გადაადგილდება მოედანზე უბურთოდ. მას ფეხბურთი ესმის.
ბაიერნთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, პსჟ-ს მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკესთან ერთად ჟურნალისტების კითხვებს ხვიჩა კვარაცხელიამაც უპასუხა. ერთ-ერთი შეკითხვა მის ნაპოლიში გატარებულ პერიოდს და დიეგო მარადონასთან პარალელებს შეეხო. ხვიჩამ საკითხს მოკრძალებულად უპასუხა, თუმცა Sky Sports-ის გუშინდელ ეთერში საფეხბურთო ექსპერტთა შეფასებები გაცილებით თამამი იყო.
მარადონას შემდეგ, ნაპოლიში მსგავსი დონის ფეხბურთელს არ უთამაშია, — განაცხადა ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო კონდომ. — ნაპოლიში კარგი მოთამაშეები ნამდვილად იყვნენ, თუმცა, კი, გეთანხმები, — დაუდასტურა მას ალესანდრო დელ პიერომ. ფაბიო კაპელომ კი აქცენტი ლუის ენრიკეს როლზე გადაიტანა და აღნიშნა, რომ ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით კვარაცხელიამ ყველა საჭირო თვისება სრულყოფილად გამოავლინა.
შესაძლოა დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია: ხვიჩა კვარაცხელია იმ საფეხბურთო ზღაპარსა და უამრავი ბავშვის ოცნებებში ცხოვრობს, რომლებიც მისთვის უკვე რეალობად იქცა.
ის ზედიზედ მეორე ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ერთი ნაბიჯითაა დაშორებული და ამ უზომოდ წარმატებული საკლუბო კარიერის ფონზე, უფრო და უფრო მეტად უახლოვდება იმას, რასაც ადრე ვერავინ წარმოიდგენდა.
იქნება ოქროს ბურთი ამ სეზონში? მსოფლიო ჩემპიონატის ფაქტორის გამო, ეს ურთულესი ამოცანაა, თუმცა, ხვიჩა ოქროს ბურთით ხელში უკვე აღარ არის მხოლოდ ეროვნული მოტივებით ნაკარნახევი სურვილი ან ილუზია — ეს რეალური შესაძლებლობაა, რომელიც სულ უფრო მკაფიო კონტურებს იძენს.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ ფეხბურთელებს. საქართველოს ბანკი ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია.
კომენტარები
რა რეალური შანსები აქვს კვარას ოქროს ბურთზე | კვარას მაგია
13 წუთის წინ
რა რეალური შანსები აქვს კვარას ოქროს ბურთზე | კვარას მაგია
გადახედვა
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია რუსეთის ომის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ
19 წუთის წინ
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია რუსეთის ომის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ
გადახედვა
პოლონელი მამა-შვილი $2 მილიონის ღირებულების ნახატების გაყალბებისთვის გაასამართლეს
39 წუთის წინ
პოლონელი მამა-შვილი $2 მილიონის ღირებულების ნახატების გაყალბებისთვის გაასამართლეს
გადახედვა
MDF: გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და კახა კალაძის პოზიციებს იწონებენ
ერთი საათის წინ
MDF: გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და კახა კალაძის პოზიციებს იწონებენ
გადახედვა
აცხადებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების სხვა ადგილას გადატანას განიხილავს
ერთი საათის წინ
აცხადებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების სხვა ადგილას გადატანას განიხილავს
გადახედვა
ჟან კაველიე: საქართველო ბოლო წლებში პრესის თავისუფლების ინდექსში 75 ადგილით ჩამოქვეითდა
2 საათის წინ
ჟან კაველიე: საქართველო ბოლო წლებში პრესის თავისუფლების ინდექსში 75 ადგილით ჩამოქვეითდა
გადახედვა
იან სომერჰოლდერის თქმით, ფინანსური ვალდებულებების გამო სახლები და მანქანა გაყიდა
2 საათის წინ
იან სომერჰოლდერის თქმით, ფინანსური ვალდებულებების გამო სახლები და მანქანა გაყიდა
გადახედვა
ირაკლი რუხაძე: მზია ამაღლობელს მე გადავუხდი იურისტების ფულს და წავიდეს სტრაბურგში, არ მიდიან იმიტომ, რომ წააგებენ
2 საათის წინ
ირაკლი რუხაძე: მზია ამაღლობელს მე გადავუხდი იურისტების ფულს და წავიდეს სტრაბურგში, არ მიდიან იმიტომ, რომ წააგებენ
Global Finance-მა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
2 საათის წინ
Global Finance-მა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
გადახედვა
აცხადებს, რომ ირანთან დაკავშირებული $500 მლნ-ის კრიპტოაქტივები დააყადაღა
2 საათის წინ
აცხადებს, რომ ირანთან დაკავშირებული $500 მლნ-ის კრიპტოაქტივები დააყადაღა
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit იწყება
2 საათის წინ
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit იწყება
გადახედვა
შესაძლოა, ამ ზაფხულს მთვარეს ილონ მასკის რაკეტა შეეჯახოს
3 საათის წინ
შესაძლოა, ამ ზაფხულს მთვარეს ილონ მასკის რაკეტა შეეჯახოს
გადახედვა
პუტინმა კადიროვს ჩეჩნეთის მეთაურის პოსტზე მორიგი ვადით არჩევისთვის ოფიციალური მხარდაჭერა გამოუცხადა
3 საათის წინ
პუტინმა კადიროვს ჩეჩნეთის მეთაურის პოსტზე მორიგი ვადით არჩევისთვის ოფიციალური მხარდაჭერა გამოუცხადა
ქვიზი: გამოიცანი, რომელია ზედმეტი
3 საათის წინ
ქვიზი: გამოიცანი, რომელია ზედმეტი
გადახედვა
“საჯარო მოსამსახურეები — კონსტიტუციის 78-ე მუხლი” უერთდება ინიციატივას სასკოლო კვებასთან დაკავშირებით
3 საათის წინ
“საჯარო მოსამსახურეები — კონსტიტუციის 78-ე მუხლი” უერთდება ინიციატივას სასკოლო კვებასთან დაკავშირებით
გოგოების გზა ტექნოლოგიებში — გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
4 საათის წინ
გოგოების გზა ტექნოლოგიებში — ჰოლდინგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბია — Global Finance
4 საათის წინ
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბია — Global Finance
გადახედვა
სახელმწიფო ანაკლიის პორტის “მასტერპლანის” შეცვლაზე მუშაობს — დეტალები
4 საათის წინ
სახელმწიფო ანაკლიის პორტის “მასტერპლანის” შეცვლაზე მუშაობს — დეტალები
გადახედვა
სასამართლომ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის საარჩელი იძულებითი იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის შესახებ
5 საათის წინ
სასამართლომ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის საარჩელი იძულებითი იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის შესახებ
გადახედვა
საფრანგეთის საელჩო საქართველოს თავდაცვის ძალებს 35 წლის იუბილეს ულოცავს
5 საათის წინ
საფრანგეთის საელჩო საქართველოს თავდაცვის ძალებს 35 წლის იუბილეს ულოცავს
გადახედვა
RSF: პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო 21 პუნქტით ჩამოქვეითდა
5 საათის წინ
RSF: პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო 21 პუნქტით ჩამოქვეითდა
კვირის ტოპ-5
ქვიზი: რომელი ქვეყნიდანაა ეს ცნობილი ადამიანი?10277 ნახვა
ქვიზი: გადარჩებოდი თუ არა მთაში მარტო?7520 ნახვა
ქვიზი: გამოიცანი, რა ასხია ბოთლში/ჭიქაში7117 ნახვა
რუსულ ცირკში დამცავი ზღუდე ჩამოვარდა და ვეფხვი ხალხში შევარდა (ვიდეო)5788 ნახვა
ქვიზი: გამოიცანი ლექსი Google Translate-ის თარგმანით5193 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
ეკონომიკა
ირაკლი რუხაძის თქმით, “ლიბერთი ბანკი” დასავლურ ბანკს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ფონის გამო ვერ მიყიდა
ირაკლი რუხაძის თქმით, “ლიბერთი ბანკი” დასავლურ ბანკს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ფონის გამო ვერ მიყიდა
გადახედვა
კინო
10 საუკეთესო ფილმი, რომელიც მაისში გამოდის
10 საუკეთესო ფილმი, რომელიც მაისში გამოდის
ეკონომიკა
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
გადახედვა
პოლიტიკა
პენტაგონის მაღალჩინოსნის თქმით, ირანის ომი აშშ-ს დაახლოებით $25 მლრდ დაუჯდა
პენტაგონის მაღალჩინოსნის თქმით, ირანის ომი აშშ-ს დაახლოებით $25 მლრდ დაუჯდა
გადახედვა
პოლიტიკა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
ეკონომიკა
ანაკლიის პორტი — ვინ, როდის და რა პირობით ააშენებს ახალ საზღვაო კარიბჭეს?
ანაკლიის პორტი — ვინ, როდის და რა პირობით ააშენებს ახალ საზღვაო კარიბჭეს?
ეკონომიკა
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა
გადახედვა
პოლიტიკა
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან უკრაინაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის საკითხი განიხილა
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან უკრაინაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის საკითხი განიხილა
გადახედვა
რელიგია
ანდრია ჯაღმაიძე -ის წერილსა და რუს მიტროპოლიტთან შეხვედრის კადრებს აქვეყნებს
ანდრია ჯაღმაიძე -ის წერილსა და რუს მიტროპოლიტთან შეხვედრის კადრებს აქვეყნებს
გადახედვა
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: მაისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
მაკა ბოჭორიშვილი: მაისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
ახლა კითხულობენ
გადახედვა
ასტრონომებმა სინთეზური სამყარო შექმნეს, რომელიც რეალურს მაქსიმალური სიზუსტით ასახავს
29 აპრილი, 15:08
ასტრონომებმა სტანდარტული კოსმოლოგიური მოდელის გამოსაცდელად სინთეზური სამყარო შექმნეს, რომელიც რეალურს ბევრი თვისებით…
წყალი და მეტაბოლიზმი: მართლა გვეხმარება თუ არა ცივი წყლის დალევა კალორიების წვაში?
შეიძლება პლუტონს პლანეტის სტატუსი დაუბრუნდეს? — NASA-ს ხელმძღვანელი თანახმაა
Friends-ის კაცი სცენარისტები სერიალის ქალი მსახიობების შესახებ ერთმანეთს სექსუალურ ფანტაზიებს უზიარებდნენ — ლიზა კუდროუ
ჯივიპის მფლობელი Aqualia 25 წელიწადში წყლის მართვის გლობალურ ლიდერად იქცა