ივანიშვილის მაფიის მიერ დაგეგმილი, დონალდ ტრამპის შვილის თბილისში ჩამოყვანის ავანტიურისტული გეგმა ჩავშალეთ – ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათლელაშვილი აცხადებს, რომ მისმა პარტიამ დონალ ტრამპის შვილის, ერიკ ტრამპის თბილისში ჩამოყვანის გეგმა ჩაშალეს.

როგორც მან ინგა გრიგოლიას “რეაქციაში“ განაცხადა, მათ  აცნობეს -ის პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანს-რუბიოს, 100 სენატორს, 450 კომგრესმენს, რომ ივანიშვილი ამზადებდა პროვოკაციას პრეზიდენტის წინააღმდეგ და ცდილობდა კორუფციული ხაზი გაეხსნა პრეზიდენტის ოჯახზე.

ასე, რომ ბატონო ივანიშვილო და მისო ხროვავ, არაფერი არ გამოგივათ, – თქვა ნათელაშვილმა.

ჩვენ ჩავშლეთ ივანიშვილის მაფიის მიერ დაგეგმილი, დონალდ ტრამპის შვილის, ერიკ ტრამპის თბილისში ჩამოყვანის ავანტიურისტული გეგმა. რეჟიმს სურდა ჩამოეყვანა ერიკ ტრამპი, რომელიც მართავს საოჯახო ბიზნესს- ტრამპთაუერს ნიუ იორკში. დიდი  ენერგია დახარჯეს რეჟიმის მესვეურებმა, რომ თავიანთი ამ ფხაკაძეების, ფაჩულიების და წულაიების მეშვეობით, ეყიდათ ტრამპთაუერის მშენებლობის ლიცენზია იპოდრომზე, რომელიც ივანიშვილმა წაართვა ქალაქს თავის დროზე. ეს ლიცენზია იყიდეს და ამაში პრობლემა არ არის, რადგან კორპორაცია ყიდის ტრამპის სახელს და შემდეგ მყიდველები აშენებენ თავისი ხარჯით. ეს უნდოდათ გამოეყენებინათ ტრამპის შვილის ჩამოსაყვანად, დიდი ცამპა-რუმპა, ტაში, ხვევნა-კოცნა, თაბორის მთაზე და სოლოლაკში აყვანა, ამ კრიმინალურ ოჯახთან შეხვედრა, ხელის ჩამორთმევა, რაც პრობლემას შეუქმნიდა როგორც საქართველოს, ისე ტრამპის სახელს. 22 აპრილის, ლეიბორისტულმა პარტიამ აცნობა -ის პრეზიდენტს,  სახელმწიფო მდივანს, რუბიოს, 100 სენატორს, 450 კომგრესმენს, რომ ივანიშვილი, ეს ტირანი, ამზადებდა პროვოკაციას პრეზიდენტის წინააღმდეგ და ცდილობდა კორუფციული ხაზი გაეხსნა პრეზიდენტის ოჯახზე. ასე, რომ ბატონო ივანიშვილო და მისო ხროვავ, არაფერი არ გამოგივათ, – განაცხადა ნათელაშვილმა.