გია აბაშიძე: ნაცპროპაგანდისტებს მორიგი შეუთავსებლობა აქვთ გზავნილებში – საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსის ე.წ. გაუარესების წარმოჩენაში. 21 თუ 75 ადგილით “დაქვეითება”?

რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) 2026 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსს აქვეყნებს, სადაც საქართველო 21 პოზიციით დაქვეითდა და 135-ე ადგილი დაიკავა 180 ქვეყანას შორის. გასულ წელს ქვეყანა 114-ე პოზიციაზე იყო.
ანგარიშს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ანალიტიკოსი, გია აბაშიძე. მისი თქმით, ოპოზიციური ჯგუფები და „ნაცპროპაგანდისტები“ ურთიერთგამომრიცხავ გზავნილებს ავრცელებენ და ქვეყნის მდგომარეობის შეფასებას პოლიტიკურად იყენებენ.
„ნაცპროპაგანდისტებს მორიგი შეუთავსებლობა აქვთ გზავნილებში – საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსის ე.წ. გაუარესების წარმოჩენაში. 21 თუ 75 ადგილით “დაქვეითება”?
რომელ გაუარესებაზე გვმოძღვრავენ ფსევდოლიბერალური დასავლური ორგანიზაციები, როცა სექტის ჭარბმა დეზინფორმაციამ წალეკა ჩვენი საზოგადოება?! ხოლო ექსტრემისტების დაკავება-გასამართლება არცერთ ქვეყანაშია ე.წ. უკუსვლა. “ჟურნალისტობა-ენჯეოშნიკობა” თუ არტისტობა-პოეტობა ვერანაირად იქნება ინდულგენცია კრიმინალური ქმედებებისას.“ – წერს აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა