ეკა სეფაშვილი ოპოზიციის გასვლით შეხვედრებზე: ოპოზიციაში ეშინიათ მოსახლეობასთან პირისპირ კომუნიკაციის, რაც იმას მოწმობს, რომ ისინი ვიღაცის დასანახად და რაღაც დავალების შესასრულებლად აწყობენ ე.წ. შეხვედრებს

„რადიკალებს სურთ დამკვეთებს აჩვენონ – დავალება შევასრულეთ, ხალხში გავედით,“ – ასე აფასებს „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი ოპოზიციის შეხვედრებსა და სოციალურ ქსელებში ერთმანეთის მიმართ გამოქვეყნებულ ბრალდებებს.
ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია მხოლოდ დამკვეთების დავალებებს ასრულებს, რადგან მოსახლეობასთან შეხვედრების და საზოგადოებასთან ურთიერთობის რესურსი მას არ გააჩნია. მისი თქმით, რადიკალები მხოლოდ დამკვეთების წინაშე ანგარიშგებით არიან დაკავებულები.
„როგორც ჩანს, ოპოზიციაში წინასწარ არჩევენ კომუნიკაციის საშუალებებს, რადგან ეშინიათ მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრების. ეს მხოლოდ იმას მოწმობს, რომ ისინი ვიღაცის დასანახად და რაღაც დავალების შესასრულებლად აწყობენ ამ ე.წ. შეხვედრებს. ამ შეხვედრებს გამიზნულად ვუწოდებ ეგრეთ წოდებულს, რადგან ისინი, როგორც ჩანს, რაღაც ანგარიშგების მიზნით ეწყობა. რადიკალებს სურთ, რომ დამკვეთებს აჩვენონ – დავალება შევასრულეთ, ხალხში გავედით,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა