სტუდენტური ფესტივალი 1 მაისს რუსთავიდან დაიწყება

სტუდენტური ფესტივალი 2026 სტარტს 1 მაისს რუსთავში აიღებს.
დილიდან რუსთავის სპორტის სასახლეში გაიმართება ტურნირი სპორტის შემდეგ სახეობებში:
შვიდკაცა რაგბი, ძიუდო, ნარდი, შაში, ჭადრაკი.
რუსთავის სპორტის სასახლეში შეჯიბრებების დასრულების შემდეგ,
18:00 საათიდან დაიწყება უნივერსიტეტების საზეიმო მსვლელობა რუსთავის პარკის მიმართულებით.
საღამოს 20:00 საათზე იქნება ფესტივალის გრანდიოზული, საზეიმო გახსნა რუსთავის პარკში.
სტუდენტური ფესტივალი წლის ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველწლიურად საქართველოს თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლის რამდენიმე ათასი სტუდენტი მონაწილეობს.
დაგეგმილია 45 კონკურსი – შეჯიბრი, როგორც სპორტული, ისე კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებით.
ყველა ღონისძიება თანაბრად მნიშვნელოვანია. წელს ერთ-ერთი სიახლეა მარათონი, რომელიც 14 ივნისს თბილისში გაიმართება – 5 კმ იან დისტანციაზე სირბილში სტუდენტების გარდა, მონაწილეობას ნებისმიერ მსურველი შეძლებს.
კულტურული მიმართულებით ღონისძიებები ქუთაისში, გორში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალციხესა და თელავში გაიმართება.
საკმაოდ სოლიდურია საპრიზო ფონდი, ყველა გამარჯვებული დაჯილდოვდება 21 ივნისს, ფესტივალის, ასევე, გრანდიოზულ საზეიმო დახურვაზე. განსაკუთრებით გვსურს აღვნიშნოთ პრიზი საუკეთესო გულშემატკივრისთვის.
წლის გამარჯვებული უმაღლესი სასწავლებლის წოდებას ის უნივერსიტეტი მოიპოვებს, რომლის სტუდენტებიც ყველაზე მეტ ასპარეზობაში გაიმარჯვებენ.
სტუდენტური ფესტივალის პარტნიორია საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, რუსთავის მერია და ახალგაზრდობის სააგენტო.
1 მაისის განრიგი:
რუსთავის სპორტის სასახლე
11 : 00 – სპორტული აქტივობები რუსთავის სპორტის სასახლეში
18 : 00 – სტუდენტური ფესტივალი-2026-ის მონაწილე უნივერსიტეტების საზეიმო მსვლელობა
20 : 00 – ფესტივალის გახსნა რუსთავის ცენტრალურ პარკში
20 : 30 – ჯგუფ „ურსას“ სოლო კონცერტი
22 : 30 – დიჯეი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა