ფასი ბენზინზე გაზრდილია 15%-ით, როცა ფასის 30%-იანი ზრდა უნდა იყოს, ხოლო დიზელზე არის 33%-იანი ზრდა, როცა ფასი 42%-მდე უნდა იყოს გაზრდილი – „ვისოლ პეტროლიუმის“ ხელმძღვანელი

ფასი ბენზინზე გაზრდილია 15%-ით, როცა ფასის 30%-იანი ზრდა უნდა იყოს, ხოლო დიზელზე არის 33%-იანი ზრდა, როცა ფასი 42%-მდე უნდა იყოს გაზრდილი – ამის განმაპირობებელია ორი ფაქტორი: – ბაზარზე არსებული კონკურენცია და მარაგები, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ ფასი მყისიერად არ გაიზარდოს, – აღნიშნული განმარტება ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომაზე, კომპანია „ვისოლ პეტროლიუმის“ ხელმძღვანელმა ვასილ ხორავამ გააკეთა.ხორავას განცხადებით, იმ ფონზე, როცა ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასმა ძალიან მოიმატა, საქართველოში რეგიონში ერთ-ერთი დაბალი ფასია.მისივე თქმით, იმ პირობების გათვალისწინებით, რომლის მიხედვით, ევროპაში კომპანიებმა ფასი მყისიერად გაზარდეს, საქართველოში ფასი 40-50-თეთრით უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ კონკურენციისა და არსებული მარაგების ხარჯზე, ფასი გაცილებით დაბალია.„ჩვენს ქსელში ბენზინის ფასმა 15%-ით მოიმატა, როცა ზრდა 29%-მდე უნდა მომხდარიყო. დიზელის შემთხვევაში ფასი გაზრდილია 33%-ით, როცა ფასის ზრდა 42%-მდე უნდა მომხდარიყო. ეს არის ნიშნული 1-ელ მარტიდან ანუ ომის დაწყებიდან დღემდე.15%-იან ნიშნულს შემდეგი ფაქტორი განაპირობებს – ეს არის ქვეყანაში არსებული ნაშთები და მარაგები, მაგრამ შეუძლებელია ისეთი მარაგები გქონდეს, რომელიც ნიშნულის შენარჩუნების საშუალებას ორ თვეზე მეტ ხანს მოგცემს.ფასების სტაბილურობა კავშირშია იმასთან, თუ რამდენად გრძელვადიანი იქნება პრობლემა“, – განაცხადა ვასილ ხორავამ პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.ipn.ge