გია ვოლსკი: ირაკლი რუხაძე არ არის ის კაცი, რაღაც ჰაერიდან მოიტანოს… ეს ის არის ხომ, იმედის მფლობელი რომ იყო?

“ირაკლი რუხაძე არ არის ის კაცი, რაღაც ჰაერიდან მოიტანოს… ეს ის არის ხომ, იმედის მფლობელი რომ იყო? მხარდამჭერია თუ მოწინააღმდეგე, რა ვიცი. საკმაოდ სერიოზულად განვითარდა ბიზნესი. რეალურად ის, რომ შიდა რესურსი არის სერიოზულად გაზრდილი და შიდა ინვესტიციები არის საკმაოდ დიდი, ეს ფაქტია, მაგრამ კიდევ მეტ ინვესტიციას რომ ველოდებით, რომელიც განაპირობებს გაცილებით უკეთეს მდგომარეობას” | თქვა ვოლსკიმ და გამოეხმაურა ოცნების პროპაგანდისტული და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული TV იმედის ყოფილი მფლობელის, ირაკლი რუხაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც “საქართველოსთვის პირველი ინვესტორი არის ინგლისი, მაგრამ ინგლისელი ინვესტორი თვალით არ მინახავს… მეორე ადგილზეა ნიდერლანდები, თუმცა ჰოლანდიელი ინვესტორიც აქ არავის უნახავს”