ქეთი მოლაშვილი: განა რამდენი ჰყავს ჩვენს ქვეყანას ბატონ ვახტან ხმალაძისნაირი კონსტიტუციონალისტი, სახელმწიფომ თავის წილი პასუხისმგებლობა რომ არ იგრძნოს და თავად არ მიხედოს…

სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
ჩემი აზრით, ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა ისეთ მაღალ დონეზე უნდა იყოს,
ხალხი საზღვარგარეთ არ გარბოდეს;
ასევე ჩემი აზრით, ბატონი ვახტანგი, ისეთი მცოდნე და პროფესიონალი ადამიანია,
იმდენი შემოსავალი უნდა ჰქონოდა,
საკუთარი ჯანმრთელობისთვის ფული არ უნდა გასჭირვებოდა,
მაგრამ ამ დედანატირები ქოცების ხელში,
კვაჭი კვაჭანტირაძეები და ყორღანაშვილები წამოწიეს წინა პლანზე
და მცოდნე და გამოცდილი ხალხი დაჩაგრეს,
ვერ ვეღირსეთ ქვეყანას,
სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები მყარად დგას და ასეთ ხალხს არ სჭირდება ხალხის დახმარება..
განა რამდენი ჰყავს ჩვენს ქვეყანას ბატონ ვახტან ხმალაძისნაირი კონსტიტუციონალისტი, სახელმწიფომ თავის წილი პასუხისმგებლობა რომ არ იგრძნოს და თავად არ მიხედოს…
ეჰ,
ევროპასა და ამერიკაში ბატონ ვახტანგისნაირ პროფესიონალს, ხელის გულზე ატარებენ,
ჯანდაცვის სრული პაკეტით, მაღალი ხელფასით და ყოველწლიური ჯანმრთელობის გადამოწმებით,
ასეთი ხალხი კი ქვეყანაში რჩება
და ხალხის იმედად თან..
რანაირი ქვეყანა ვართ,
ცოდო…
სანამ რუსი გვაზის თავზე,
ასეთ, ქვეყნისთვის ძვირფას ხალხს,
მხარში უნდა დავუდგეთ,
თუნდაც 5 ლარით.
ესეც ჩვენი წილი პასუხისმგებლობაა ქვეყნის წინაშე..
ბანკი, მიმღები: ვახტანგ ხმალაძე
, მიმღები: ნინო ხმალაძე