უშაკოვის ცნობით, პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ვლადიმირ პუტინი და
Andrew Harnik/Getty Imagesრუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და -ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საერთაშორისო საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა აცნობა.
“შედგა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბარი. ეს საუბარი საათნახევარზე მეტხანს გაგრძელდა” – განაცხადა უშაკოვმა.
ჟურნალისტებთან საუბრისას უშაკოვმა განაცხადა, რომ პუტინმა ამერიკის პრეზიდენტს უთხრა, რომ ირანის წინააღმდეგ იერიშების აღდგენა და მის ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაცია სრულიად “მიუღებელი და საშიში” იქნებოდა.