შეტაკებები პოლიციასა და ფერმერებს შორის მარნეულში, მას შემდეგ დაიწყო რაც სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დაკავება დაიწყეს. ხალხი, რომელიც ქუჩაში უკიდურესმა გაჭირვებამ გაიყვანა, სახელმწიფოსგან იმპორტირებულ პროდუქტზე ფასების კონტროლს ითხოდა. სოფელ შულავერის ცენტრში ვითარება უკიდურესად რამდენჯერმე დაიძაბა.
ხალხის პროტესტის შემდეგ პოლიციამ დაკავებული დემონსტრანტები გაათავისუფლა, თუმცა პროტესტი არ შემწყდარა. ფერმერებისთვის, რომლებიც თვეობით ელოდებიან მოსავალს და ბოსტნეულის გაყიდვა მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა, სვამდნენ კითხვას – როგორ უნდა გაიტანონ თავი, როცა თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან იმპორტირებული პროდუქტის გამო, ფასი უკიდურესად ეცემა და კიტრის და პომიდვრის გაყიდვა იმაზე უფრო იაფად უწევთ, ვიდრე მისი მოყვანა დაუჯდათ.
შულავერში დღეს ხალხი რამდენიმე სოფლიდან შეიკრიბა. აქციის მონაწილე ფერმერები მარნეულის მერთან ითხოვდნენ შეხვედრას, თუმცა დაურ ისმაილოვი ხალხთან არ გამოჩენილა. მის ნაცვლად დღეს აქციაზე მივიდა მერის პირველი მოადგილე.
უკონტროლო იმპორტი ქართველი ფერმერებისთვის რომ სერიოზული დარტყმაა, ამაზე დღეს „ხილისა და ბოსტნეულის ასოციაციის“ პრეზიდენტი ვახტანგ ბეჟიტაშვილი საუბრობს. არსებობს გამოსავალიც, თუმცა ამისთვის საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადმა.




