ტერ-შტეგენი ბრუნდება – “ბარსელონას” ლაზარეთი ნელ-ნელა ცარიელდება

AS-ი წერს, რომ “ბარსელონას” მეკარე მარკ ანდრე ტერ-შტეგენმა ტრავმა მოირჩინა და ვარჯიში დაიწყო. გერმანელ კიპერს ზურგის ტრავმის გამო 12 ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია და მან ოპერაციაც გაიკეთა.
მოსალოდნელია, რომ ის 12 თებერვალს “ბლაუგრანას” ლა ლიგის 24-ე ტურში “გრანადას” წინააღმდეგ მატჩში დაეხმარება.
“ბარსელონას” ფანებისთვის გასახარია ის ამბებიც, რომ ტრავმები მოირჩინეს რაფინიამ და სერხი რობერტომაც, რომლებიც ასევე ხავის განკარგულებაში იქნებიან.