Bloomberg – კიმ ჩენ ინი ადასტურებს, რომ ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცებს უკრაინაში ტყვედ ჩავარდნის ასარიდებლად სუიციდი ევალებათ

კიმ ჩენ ინმა დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცებს უკრაინაში ტყვედ ჩავარდნის ასარიდებლად სუიციდი ევალებათ. ამის შესახებ ინფორმაციას bloomberg-ი ჩრდილოეთ კორეის ლიდერზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ფხენიანში უკრაინაში დაღუპული ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცებისთვის მიძღვნილი მემორიალის გახსნაზე ისაუბარა.

“გმირებმა უყოყმანოდ აირჩიეს საკუთარი თავის აფეთქება და სუიციდური თავდასხმა დიდი პატივის დასაცავად. ისინი არ ელოდნენ რაიმე კომპენსაციას, თუმცა გამორჩეულად იმოქმედეს. ისინი გმირულად დაიღუპნენ”, – განაცხადა კიმ ჩენ ინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ