მაკა ასათიანის პერსონის გარშემო საზოგადოებრივი ინტერესი წლების განმავლობაში არ ნელდება. თბილისური სილამაზის ეტალონად მიჩნეული დიზაინერი, რომელიც უკვე დიდი ხანია შვეიცარიაში ცხოვრობს, ქართული მედიისთვის ყოველთვის ყველაზე სასურველ რესპონდენტად რჩება. მაკას პირადი ცხოვრება ორ სხვადასხვა პერიოდად და ორ ქორწინებად იყოფა, რომლებიდანაც მას სამი ვაჟი ჰყავს.
პირველი ქორწინებიდან, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტ მერაბ ჟორდანიასთან, დიზაინერს ორი ვაჟი – კახი და ლევანი ჰყავს. წყვილის დაშორების შემდეგ, მაკამ ცხოვრება ბიზნესმენ კოტე გოგელიას დაუკავშირა, რომელთანაც უმცროსი ვაჟი, მამის სრული ასლი – კონსტანტინე შეეძინა.
შეეძინა.

დღეს დიზაინერის სამივე ვაჟი უკვე ზრდასრულია და ისინი სრულიად განსხვავებულ სფეროებში – მასშტაბურ ბიზნესში, ფეხბურთსა და პროფესიულ ჩოგბურთში მკვიდრდებიან. ნახეთ, როგორ ცხოვრობენ მაკა ასათიანის მემკვიდრეები:
კახი ჟორდანია – მრავალმილიონიანი გარიგება თბილისის ცენტრში და ოჯახური იდილია
მაკასა და მერაბ ჟორდანიას უფროსი ვაჟი, კახი ჟორდანია, უკვე დიდი ხანია დამოუკიდებელი და წარმატებული ბიზნესმენია. მისი სახელი ბოლო დროს ხმაურიან ბიზნესგარიგებას დაუკავშირდა.
$85-მილიონიანი ინვესტიცია “ლაგუნა ვერესა“ და აბრეშუმის ფაბრიკაში 2026 წლის თებერვალში გავრცელებული ინფორმაციით, კახი ჟორდანიას კონტროლირებადმა DMG Group-მა კომპანია “ნეო სითი დეველოპმენტი“ შეიძინა. ამ გარიგებით კახის საკუთრებაში გადავიდა თბილისის ისტორიული ობიექტები: სპორტული კომპლექსი “ლაგუნა ვერე“ და ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორია.
- გარიგების საერთო ღირებულება 64 მილიონ დოლარს შეადგენს.
- ამას ემატება დაახლოებით 21 და 20.4 მილიონი დოლარის ვალდებულებების დაფარვა. კახი ჟორდანიას ჯგუფი ასევე ფლობს მიმდებარე ტერიტორიას კოსტავას ქუჩაზე, სადაც ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Hilton-ის მშენებლობა მიმდინარეობს.

რაც შეეხება სპორტულ კარიერას, კახი აღარ არის ჰოლანდიური კლუბის FC Den Bosch-ის მფლობელი. მიუხედავად დიდი მცდელობისა და სასამართლო დავებისა, ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციამ გარიგება არ დაამტკიცა და 2024 წლიდან კლუბში აზიური ინვესტორები შევიდნენ.

პირადი ცხოვრება: ნანიკო კლდიაშვილი და შვილები
კახის მეუღლე ნანიკო კლდიაშვილია. წყვილს 2020 წელს პირველი ქალიშვილი – ლეა შეეძინა, ხოლო 2025 წლის გაზაფხულზე, ოჯახს კიდევ ერთი წევრი, პატარა ლეო შეემატა. ნანიკო აღნიშნავს, რომ კახი ძალიან პრინციპული ადამიანია, თუმცა შვილებთან ურთიერთობისას ყველა პრინციპი ავიწყდება.
ერთ-ერთ ინტერვიუში ნანიკო ამბობს, რომ მისი ცხოვრება ორად იყოფა, კახიმდე და კახის გაცნობის შემდეგ… პირველი შვილის დაბადების შემდეგ კი დღემდე საკუთარ თავში ახალ-ახალ შეგრძნებებს პოულობს. ყოველთვის საათს უყურებს, როდის მივა და დროს ლეასთან გაატარებს… კახი ჟორდანიას ოჯახს ბავშვობიდან იცნობდა, მაგრამ ერთმანეთი ახლოს საერთო მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნეს.

“კახი ბიზნესმენია და მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად გვიწევს მოგზაურობა. ზოგადად, საკმაოდ პრინციპული ადამიანი ვარ, მაგრამ ლეასთან ურთიერთობისას ყველა პრინციპი მავიწყდება. მისი აღზრდის წინასწარ განსაზღვრული წესები არ გამაჩნია. მინდა თავისუფალი ადამიანი გაიზარდოს. დამოუკიდებელი და ენერგიული ბავშვია, ახერხებს, რომ ყველამ მის გარშემო იტრიალოს”, – ამბობს ნანიკო ინტერვიუში.
ლევან ჟორდანია – პროფესიონალი ფეხბურთელი ევროპულ მოედანზე
მაკას შუათანა ვაჟი, ლევან ჟორდანია, მამის გზას გაჰყვა და ცხოვრება ფეხბურთს დაუკავშირა. 29 წლის ნახევარმცველმა კარიერა ჰოლანდიურ “ვიტესში“ დაიწყო.
მისი პროფესიული დოსიე საკმაოდ მრავალფეროვანია:

- ითამაშა ჰოლანდიურ კლუბებში: Eindhoven და Achilles ’29.
- ასპარეზობდა ავსტრიაში (Austria Wien II) და საქართველოში (თბილისის ლოკომოტივი, ბოლნისის სიონი და გაგრა).
- ბოლო პერიოდში (2024-2025 წლებში) ის სერბულ კლუბ Jedinstvo Ub-ში თამაშობდა.
1.92 სმ სიმაღლის მქონე სპორტსმენი მუდმივად ფორმაშია და ევროპულ კარიერას აგრძელებს.

ლევან ჟორდანია მამიდასთან ერთად კონსტანტინე გოგელია – ჩოგბურთელი, რომელიც მამას საოცრად ჰგავს
მაკა ასათიანის უმცროსი ვაჟი, კონსტანტინე, მას მეორე მეუღლესთან, ბიზნესმენ კოტე გოგელიასთან შეეძინა. ფოტოებიდან ჩანს, რომ კონსტანტინე მამას ძალიან ჰგავს.

21 წლის კონსტანტინე პროფესიული ჩოგბურთითაა გატაცებული. ის აქტიურად მონაწილეობს ტურნირებში და აგროვებს სარეიტინგო ქულებს. მიუხედავად იმისა, რომ ის ძირითადად საზღვარგარეთ იმყოფება, ბოლო დროს ხშირად სტუმრობს თბილისს.












