აჟიოტაჟია იმიტომ, რომ იციან რა წონის ფიგურა დაბრუნდა პოლიტიკაში – კირცხალია მდინარაძეზე

ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძის “პოლიტიკურ წონასთან” დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ კიდევ უფრო მეტ აჟიოტაჟს ელოდა.
მდინარაძეს სახელმწიფო მინისტრის პოსტზე თავისი აპარატი არ ექნება
კირცხალიას თქმით, ახლა ზუსტად ის რიტორიკაა, რაც მაშინ იყო როცა მდინარაძეს სუს-ის უფროსად ირჩევენ.
“უბრალოდ, ღიმილისმომგვრელია და მრავლისმეტყველია, ეს მათზე მეტყველებს თუ რეალურად როგორ ნერვიულობენ ყველა იმ გაკეთებულ საქმეზე, თუ როგორ ნერვიულობენ მის რეპუტაციაზე, თუ როგორ აღელვებთ მისი პოლიტიკური წონა და როგორ აღელვებთ რომ ამ წონის და ამ გამოცდილების ადამიანი სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის ფუნქციით ბრუნდება პოლიტიკაში.
ძალიან კარგად მესმის, კიდევ უფრო მეტ აჟიოტაჟს მოველოდი იმიტომ, რომ იციან რას ნიშნავს მისი პოლიტიკური გამოცდილება და ძალიან კარგად იციან, რას ნიშნავს მისი პოლიტიკური წონა, ამას ვუკავშირებ მხოლოდ და მხოლოდ.
ის წარმატებები, რომელი წარმატებებიც მიღწეულია სამართალდამცავ უწყებებში, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურში, ეს კიდევ უფრო გაძლიერდება იმ კორდინაციის პირობებში, რასაც გაწევს ბატონი და კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, არის აჟიოტაჟი იმიტომ, რომ იციან რა პოლიტიკური წონის ფიგურა დაბრუნდა პოლიტიკაში.” – თქვა კირცხალიამ.
მდინარაძე, გელაძე, თამაზაშვილი – საკადრო ცვლილებები ძალოვან უწყებებში
ცნობისთვის, 21 აპრილს, გამართულ ბრიფინგზე ივანიშვილის პრემიერმამ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დაიკავებს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს და დაეკისრება ვიცეპრემიერის მოვალეობას.