სააკაშვილი და მელია ერთამენთს დღეს შესაძლოა სასამართლოში შეხვდნენ

და ერთამენთს დღეს შესაძლოა სასამართლოში შეხვდნენ. დღის 15:00 საათზე ოპოზიციის რვა ლიდერის დევნის საქმეზე  პროცესია ჩანიშნული.

“პირველების” ინფორმაციით, დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ ოპოზიციონერი ლიდერი დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოვა.

ნიკა მელიას განცხადების მიმართ დღეს განსაკუთრებული ინტერესი არსებობს, რაც ბოლო დროს მესამე პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული წერილებთან არის კავშირში.

სასამართლო სხდომა დახურული იქნება. ადვოკატები აცხადებენ, რომ აღნიშნულ საქმეს სამართალთან კავშირი არ აქვს და ის მხოლოდ ოპოზიციის დევნას ემსახურება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეებმა უნდა წარვადგინოთ შესავალი სიტყვები. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, აღნიშნულ სასამართლო პროცესს დაესწრება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს არის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ შეიძლება, გამოყენებული იქნას კონკრეტული სისხლის სამართლებრივი ინსტრუმენტები პოლიტიკოსების წინააღმდეგ. გასამართლება ხდება აბსურდული, მოგონილი ბრალდებებით ე.წ. საბოტაჟის მუხლით.

ნიკა მელიას წინააღმდეგ საქმეში არ არის არცერთი მტკიცებულება თუ ჩავთვლით იმ ეწ. მტკიცებულებებს, სადაც რამდენიმე ერთი თუ ორი პოლიციელი ადასტურებს იმას, რომ ნიკა მონაწილეობას იღებდა როგორც პოლიტიკური ლიდერი აქციებში, – ამბობს გიორგი კონდახაშვილი.

საქმი აბსურდულობასა და მტკიცებულებების არასებობაზე საუბრობს კიდევ ერთო ადვოკატი ბექა ბასილაიაც.

გაგრძელდება სასამართლო განხილვა პროპაგანდისტული, პოლიტიკურად მოტივირებული დევნის საქმეზე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედება ზვიგენთან სელფის გადაღების თაობაზე მოწოდება. ყველას კარგად ესმის, რამდენად აბსურდულია ეს საქმე. ამ საქმის ფარგლებში ბრალდებულ სხვა პოლიტიკოსებს ასევე სრულიად დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები აქვთ წარდგენი, რამდენადაც ხელისუფლებას სურს, გამოიყენოს პროკურატურა, სასამართლო ინსტრუმენტად პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ, რათა მათ მიმართ მიმდინარეობდეს მრავალწლიანი სასჯელი სანქცირებული მუხლებით დევნა და ნებისმიერ მომენტში ჰქონდეს შესაძლებლობა, გამოიყენოს ეს საქმე სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერისგასანეიტრალებლად, – ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია.

დღევანდელ პროცესს პროტესტის ნიშნად არ დაესწრება ელენე ხოშტარია. ასევე სხდომაზე არ იქნება ატც . ის საზღვარგარეთ სამკურნალოდ იმყოფება. სწორედ ამ მიზეზების გამო, არ არის გამორიცხული, დღევანდელი სასამართლო სხდომა არ ჩატარდეს.