ბუკინგემის სასახლის ცნობით, დღევანდელი სროლის მიუხედავად, მეფე ჩარლზი -ში მაინც ჩავა და მისი ვიზიტი “გეგმის მიხედვით შედგება”

ბუკინგემის სასახლის ცნობით, დღევანდელი სროლის მიუხედავად, მეფე ჩარლზი -ში მაინც ჩავა და მისი ვიზიტი “გეგმის მიხედვით შედგება”
💬 „მეფე ჩარლზი სრულადაა ინფორმირებული განვითარებული მოვლენების შესახებ და შვებით ამოისუნთქა როდესაც გაიგო, რომ პრეზიდენტი, პირველი ლედი და ყველა სტუმარი უვნებლები არიან“ | აღნიშნა ბუკინგემის სასახლის წარმომადგენელმა
🔻 ამ საკითხზე დღეს პრეზიდენტმა ტრამპმაც ისაუბრა: “მეფე ჩარლზ III-ის ვიზიტი ვაშინგტონში შედგება ისე, როგორც დაგეგმილი იყო. ის შესანიშნავი პიროვნებაა და ჩვენ მოუთმენლად ველოდებით მას. ის მართლაც ფანტასტიკური ადამიანია, საოცარი წარმომადგენელი და მამაცი კაცია. ჩვენ დროს შესანიშნავად გავატარებთ. ის თავის ერს ისე წარმოაჩენს, როგორც სხვა ვერავინ შეძლებდა“
🔻 თეთრი სახლის კორესპონდენტთა ყოველწლიურ ვახშამზე სასტუმრო “ვაშინგტონ ჰილტონში” სროლა დღეს იყო. სასტუმროს მთავარ შესასვლელთან განლაგებულ უსაფრთხოების შემოწმების ზონასთან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა და დარბაზში შეჭრა სცადა. ღონისძიებას პრეზიდენტი ტრამპი, პირველი ლედი მელანია ტრამპი და თეთრი სახლის მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ. თავდამსხმელი 31 წლის მასწავლებელი, კოულ ტომას ალენია, რომელიც ადგილზევე დააკავეს
🔻 დიდი ბრიტანეთის მერე ჩარლზ მესამე და დედოფალი კამილა შეერთებულ შტატებში ოთხდღიან სახელმწიფო ვიზიტს ხვალ დაიწყებენ. ვიზიტის ფარგლებში ისინი პრეზიდენტ ტრამპსაც შეხვდებიან