$220 000-ად შეძენილი ბინა და ₾60 000 სესხი მამამთილისგან – თინათინ ბერძენიშვილის 2025 წლის დეკლარაცია

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა ს ახალი ქონებრივი დეკლარაცია შეავსო.

დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 2025 წლის 8 მაისს თინათინ ბერძენიშვილმა თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე, 177 კვ.მ ფართობის ბინა შეიძინანასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, მან უძრავ ქონებაში 220 000 დოლარი გადაიხადაიქვე აღნიშნულია, რომ ბინის შესაძენად გამოყენებულია იპოთეკური სესხი.

გასული წლის 17 იანვარს ბერძენიშვილმა შეიძინა მსუბუქი ავტომანქანა FORD ESCAPE (2023 წლის მოდელი)ავტომობილის საფასურმა 19 000 ევრო შეადგინა.

გარდა ამისა, დეკლარაციაში მითითებულია 2023 წელს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებაც, რომელიც შპს „ავენიუ ბაიორბის“ მშენებარე კომპლექსში 27 685 დოლარად შეფასებულ სასტუმრო ნომერს ეხებადოკუმენტის თანახმად, მშენებლობა 2025 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო.

2025 წლის განმავლობაში თინათინ ბერძენიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე ხელფასის სახით 130 650 ლარი მიიღომან ასევე მიიღო 402 ლარი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჟიურის წევრობისთვის.

რაც შეეხება საბანკო ნაშთებს, დეკლარაციის შევსების მომენტისთვის ბერძენიშვილს „ ბანკის“ სხვადასხვა ანგარიშზე უფიქსირდებოდა:

  • 6 958.01 ლარი (სახელფასო);
  • 50 000 ლარი (ოფსეტური ანგარიში);
  • 50 000 ლარი (მშობლის ანაბარი);
  • 192.31 დოლარი და 81.79 ევრო.

მის მეუღლეს, ზურაბ გუმბერიძეს, „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე 10 088.37 აშშ დოლარი და 1 847.34 ლარი ჰქონდა.

დეკლარაციაში ფიქსირდება რამდენიმე მსხვილი ფინანსური ვალდებულება:

  • იპოთეკური სესხი: 170 000 ლარი, რომლის მომსახურებისთვისაც ბერძენიშვილმა წლიურად 10 332.79 ლარი გადაიხადა.
  • სამომხმარებლო სესხი: 132 700 ლარი, სადაც გასავალმა 17 963.47 ლარი შეადგინა.
  • სესხი ახლობლისგან: 2025 წლის 27 ივნისს თინათინ ბერძენიშვილმა მეუღლის მამისგან, ზურაბ გუმბერიძისგან, სიტყვიერი გარიგებით 60 000 ლარი ისესხა ოფსეტური ანგარიშის მომსახურებისთვის.

თინათინ ბერძენიშვილის მეუღლე, ზურაბ გუმბერიძე, რამდენიმე კომპანიის მეწილე და დირექტორიაის ფლობს 100%-იან წილებს შპს „ლიდერსა“ და შპს „ალდაში“ , ასევე 33.33%-ს შპს „Georgian Greek Construction & Trading co“-შიდეკლარაციის მიხედვით, ამ საწარმოებიდან მას გასულ წელს შემოსავალი არ მიუღიამისი ძირითადი შემოსავალი 2025 წელს შპს „ემქეიდი და პარტნიორებიდან“ (38 288 ლარი) და შპს „გორილლა ჯორჯიადან“ (3 614.6 ლარი) მოდის.

წყარო