
„მე ვთხოვე დავიდ ვიტეზის, დაიკავოს ტრანსპორტისა და ინვესტიციების მინისტრის პოსტი. უნგრეთის ისტორიაში პირველად, სოციალურ და ოჯახის საკითხთა სამინისტროს – რაც მოიცავს პასუხისმგებლობას მისაწვდომობასა და თანაბარ შესაძლებლობებზე – უსინათლო უნგრეთის მოქალაქე, დოქტორი ვილმოშ კატაი-ნემეთი უხელმძღვანელებს.“ – წერს სოციალურ ქსელში უნგრეთის მომავალი პრემიერმინისტრი პეტერ მადიარი.