პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ დღეს „4 ოქტომბრის საქმეზე” დასკვნითი სიტყვა თქვა

პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ დღეს „4 ოქტომბრის საქმეზე” დასკვნითი სიტყვა თქვა. სამართლებრივი ნაწილის შეფასებამდე მან ბურჭულაძის ჯილდოებსა და მიღწერებზე ისაუბრა:
• 1983 – საქართველოს დამსახურებული არტისტი;
• 1984 – ათენის ოპერის საპატიო არტისტი;
• 1985 – საქართველოს სახალხო არტისტის წოდებები;
• 1987 – ლენინური კომკავშირის პრემია;
• 1991 – იაკობ გოგებაშვილის სახელობის ჯილდო;
• 1992 – ვაჟა-ფშაველას სახელობის ჯილდოები;
• 1997, 2003 – ორგზის ღირსების ორდენი;
• 1998 – გერმანიის სახალხო არტისტის „კამერზინგერის“ წოდება;
• 2010 – წმიდა გიორგის ოქროს ორდენი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლეს ჯილდო;
• 2010 – ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი;
• 2014 – ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ხელოვნებისა და მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსისა და –
• 2015 – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსის სტატუსები.
• ატარებს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების საპატიო დოქტორის ტიტულს.
• მთელს მსოფლიოში, მიღებული აქვს სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ გადაცემული უმაღლეს ჯილდოები, ორდენები და ტიტულები.
• 2006 წელს გახდა გაეროს კეთილი ნების ელჩი;
• 2010 წელს UNICEF-ის კეთილი ნების ელჩი.
• 2014 წელს გადაეცა ავსტრიის 1-ელი ხარისხის ღირსების ჯვარი, ავსტრიის უმაღლესი ჯილდო შესაბამის სფეროში.
არის ათამდე ქალაქის საპატიო მოქალაქე, საქართველოსა და უცხოეთში, მათ შორის, ამ სიის გაცნობისას, ცხადი ხდება, რას ნიშნავს, ჯერ კიდევ საბჭოთა დროს მოფიქრებული, ტერმინი „სახალხო არტისტი“.
ბურჭულაძის საპატიო მოქალაქეობის სიაში შეხვდებით ისეთ ქალაქებს გვერდიგვერდ, როგორიც არის , ჩოხატაური, და ფილადელფია; ქუთაისი, წინანდალი და თელ-ავივი; ოდესა და, რა თქმა უნდა, მისი საყვარელი თბილისი.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბურჭულაძეს ეს ჯილდოები 6 თვეში არ მოუგროვებია, ვინმეს ჯიბის გენერალ-მაიორი არ გამხდარა და საკუთარ რეპუტაციას მთელი ცხოვრება შეალია”, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.