უცნობმა დაჯგუფებამ Anthropic-ის “სახიფათო” მოდელში შეაღწია — რა ვიცით

ხელოვნური ინტელექტიSci-Techტექნოლოგიები
ფოტო: Jonathan Raa / NurPhoto / Getty Images
1
წაკითხვა
კომპანია Anthropic-ის ხელოვნური ინტელექტის () მოდელზე, Mythos-ზე, უცნობმა დაჯგუფებამ მოიპოვა წვდომა. თავად Mythos კიბერუსაფრთხოების მძლავრი ინსტრუმენტია, რომლის არასწორ ხელში მოხვედრაც, კომპანიის განცხადებით, შეიძლება სახიფათო იყოს. ამაზე Bloomberg წერს.
დაჯგუფების ანონიმურმა წევრმა — “Anthropic-ის კონტრაქტორმა” — გამოცემას აუხსნა, როგორ მოახერხეს Mythos-ში შეღწევა. ამისათვის სხვადასხვა ტაქტიკას მიმართეს, კონტრაქტორის წვდომით ისარგებლეს და “ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების პოპულარული ინსტრუმენტები” გამოიყენეს.
Claude Mythos Preview ზოგადი გამოყენების ახალი მოდელია. Anthropic-ის განცხადებით, მას მოწყვლადობების შემჩნევა და გამოყენება შეუძლია “ყველა ძირითად ოპერაციულ სისტემასა და ვებბრაუზერში, როცა მომხმარებელი ამის გაკეთებას დაავალებს”.
მოდელზე ოფიციალურად წვდომა მხოლოდ რამდენიმე კომპანიას აქვს Project Glasswing ინიციატივის ფარგლებში. მათ შორისაა: Nvidia, Google, Amazon Web Services, Apple და Microsoft. მთავრობები ტექნოლოგიას ყურადღებით აკვირდებიან. Anthropic ამჟამად მოდელის გასაჯაროებას არ გეგმავს, რადგან შიშობენ, რომ ვინმე მას ბოროტად გამოიყენებს.
“გამოძიება დავიწყეთ ცნობებზე, რომელთა მიხედვითაც, ჩვენი ერთ-ერთი კონტრაქტორის გავლით Claude Mythos Preview-ზე არაავტორიზებული წვდომა მოიპოვეს”, — Bloomberg-თან საუბრისას განაცხადა Anthropic-ის წარმომადგენელმა.
Anthropic-ისათვის ამჟამად არაფერი მოწმობს იმას, რომ არაავტორიზებულ წვდომას კომპანიის სისტემებზე რაიმე გავლენა ჰქონდეს ან რომ იგი კონტრაქტორის კონტექსტს სცდებოდეს.
მოდელზე წვდომა, გადმოცემის თანახმად, 7 აპრილს მოიპოვეს — სწორედ იმ დღეს, როცა Anthropic-მა გამოაცხადა, რომ რამდენიმე კომპანიას Mythos-ის გამოცდის საშუალებას მისცემდა. ჯერჯერობით არ ამოუცნიათ დაჯგუფება, რომელმაც არაავტორიზებული წვდომა მოიპოვა. მეორე მხრივ, Bloomberg-ის უწყებით, მისი წევრები Discord-ის ერთ-ერთ არხში არიან, რომელშიც გამოუქვეყნებელ AI მოდელებზე ვრცელდება ინფორმაცია.
დაჯგუფებამ Mythos-ის ონლაინმისამართს ლოგიკური ვარაუდის საფუძველზე მიაგნო. ეს იმის შედეგია, რომ ცოტა ხნის წინ Mercor-ის მონაცემებმა გაჟონა, დაჯგუფებამ კი სწორედ აქედან მოიპოვა ინფორმაცია Anthropic-ის სხვა მოდელთა ფორმატებზე.
წევრები წვდომის მოპოვების შემდგომ Mythos-ს რეგულარულად იყენებდნენ — მათ Bloomberg-ს ეკრანის ანაბეჭდები (“სქრინშოთები”) და მოდელის ლაივში გამოცდაც კი აჩვენეს. სავარაუდოდ, მოდელი კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზნებით არ გამოუყენებიათ, რომ პროცესში ისინი Anthropic-ს არ დაეფიქსირებინა.
Bloomberg-ის ცნობით, დაჯგუფებამ კომპანიის სხვა გამოუქვეყნებელ AI მოდელებზეც მოიპოვა წვდომა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია2559 ნახვა
NASA-ს მავალმა მარსზე უჩვეულო ქვები დააფიქსირა, რომლებიც რეპტილიის ქერცლებს ჰგავს2356 ნახვა
აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ1183 ნახვა
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა შიმპანზეებს შორის მიმდინარე “სამოქალაქო ომი” აღწერეს420 ნახვა
ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს415 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
ადამიანი
მეცნიერებმა “ყველაზე მომაკვდინებელი” კიბოს ვაქცინა შექმნეს: პირველადი შედეგები იმედისმომცემია
მეცნიერებმა “ყველაზე მომაკვდინებელი” კიბოს ვაქცინა შექმნეს: პირველადი შედეგები იმედისმომცემია
გადახედვა
მეცნიერება
NASA მთვარეზე ცეცხლის დანთებას აპირებს — რა არის ექსპერიმენტის მიზანი
NASA მთვარეზე ცეცხლის დანთებას აპირებს — რა არის ექსპერიმენტის მიზანი
გადახედვა
Sci-Tech
ეგვიპტეში აღმოაჩინეს მუმია, რომელსაც მუცელში ჰომეროსის “ილიადის” ფრაგმენტი ედო
ეგვიპტეში აღმოაჩინეს მუმია, რომელსაც მუცელში ჰომეროსის “ილიადის” ფრაგმენტი ედო
გადახედვა
ფლორა და ფაუნა
აღმოჩნდა, რომ არსებობენ “ქამელეონი” ფუტკრები, რომლებიც ფერს იცვლიან
აღმოჩნდა, რომ არსებობენ “ქამელეონი” ფუტკრები, რომლებიც ფერს იცვლიან
გადახედვა

ნახეთ: მარათონში ჩინურმა რობოტმა ადამიანის რეკორდიც კი მოხსნა
ნახეთ: მარათონში ჩინურმა რობოტმა ადამიანის რეკორდიც კი მოხსნა
გადახედვა

რა ემართება ჩვენს აზროვნებას, როცა საქმეში ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ? — კვლევა
რა ემართება ჩვენს აზროვნებას, როცა საქმეში ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ? — კვლევა
გადახედვა
კოსმოსი
Voyager 1-ს კიდევ ერთი ინსტრუმენტი გაუთიშეს, რათა მან ენერგია შეინარჩუნოს
Voyager 1-ს კიდევ ერთი ინსტრუმენტი გაუთიშეს, რათა მან ენერგია შეინარჩუნოს
გადახედვა
ადამიანი
როგორ განსაზღვრავს “ბნელი მხარე” ჩვენს კარიერას
როგორ განსაზღვრავს “ბნელი მხარე” ჩვენს კარიერას
გადახედვა
მეცნიერება
მეცნიერებმა ქარვაში 35 მილიონი წლის წინ გაქვავებული უცნაური ობობასნაირი აღმოაჩინეს
მეცნიერებმა ქარვაში 35 მილიონი წლის წინ გაქვავებული უცნაური ობობასნაირი აღმოაჩინეს
გადახედვა
ტექნიკა
შექმნეს ბატარეა, რომელიც ელექტრომობილს 9 წუთში 90%-ით ტენის
შექმნეს ბატარეა, რომელიც ელექტრომობილს 9 წუთში 90%-ით ტენის