“კრისტალი” საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გოგოების ჩართულობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

მიკრობანკი “კრისტალი”, როგორც ქალთა გაძლიერების აქტიური მხარდამჭერი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გოგოების ჩართულობის საერთაშორისო დღის აღნიშვნას უერთდება.თანამედროვე მსოფლიოში ტექნოლოგები ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად მზარდი, ინოვაციური და მაღალშემოსავლიანი სფეროა, თუმცა ამ დარგში გოგოების მონაწილეობა როგორც განათლების, ისე დასაქმების კუთხით, მთელ მსოფლიოში დაბალია. შესაბამისი ცოდნის, უნარებისა თუ საჭირო კავშირებისა ნაკლები ხელმისაწვდომობა და გენდერული სტერეოტიპები ის ბარიერებია, რომლებიც ტექნოლოგიებში გოგოების სრულფასოვან მონაწილეობას აფერხებს, ხელს უშლის არა მარტო მათ გაძლიერებას, არამედ მთლიანად ინდუსტრიის განვითარებას.„კრისტალი“, როგორც გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი და კომპანია, რომლის კორპორაციულ სტრატეგიაშიც მდგრადი განვითარების მეხუთე მიზანი – გენდერული თანასწორობა – პირდაპირაა ინტეგრირებული, მუდმივად უწყობს ხელს ქალებისა და გოგოების ტექნოლოგიებში ჩართულობას. ამ მიზნით, კომპანიაში თუ მის მიღმა მუდმივად ხორციელდება ინიციატივები, რომლებიც გოგოებისთვის ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას, დასაქმებასა და კარიერულ განვითარებაში მათ მხარდაჭერას, წარმატებული მაგალითების შექმნასა და ტექნოლოგიებში გოგოების მიღწევების პოპულარიზაციას ემსახურება.“კრისტალი” სისტემატურად მონაწილეობს იმ პროექტებსა თუ ღონისძიებებში, რომლებიც გოგოებს ეხმარება, შეიძინონ საჭირო ცოდნა, უნარები და მნიშვნელოვანი კონტაქტები, დაეუფლონ ახალ პროფესიებს და კარიერული განვითარება ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ სფეროში განაგრძონ. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU), SDG ჰაკათონის ფარგლებში პარტნიორობა ამის ცხადი მაგალითია.ტექნოლოგიური განათლების ხელშეწყობას ემსახურებოდა „კრისტალისა“ და MAC Georgia-ს თანამშრომლობაც, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ რამდენიმე სტიპენდიანტ გოგოს ტექნოლოგიების მიმართულებით, უმაღლესი განათლების მიღება დაუფინანსა. ამას გარდა, ასევე STEM განათლების მხარდასაჭერად, „კრისტალის” დაფინანსებით, ვანის საჯარო სკოლაში რობოტი “გალა” შეიქმნა. რობოტიქსის სკოლის მონაწილეების (მოსწავლეების) 70% სწორედ გოგოები იყვნენ.ტექნოლოგიებში კარიერული ხელშეწყობის მაგალითებს გოგოებისთვის „კრისტალი“ თავადაც სისტემატურად ქმნის. ქალები კომპანიაში საინფორმაციო ტექნოლოგიების ყველა მიმართულებით მუშაობენ, მათ შორის მენეჯერულ პოზიციებზეც. ამასთამ, კრისტალში დანერგილია IT სტაჟირების პროექტი, რომლის ფარგლებშიც დასაქმებული 6 ახალგაზრდიდან 3 ქალია. საგულისხმოა, რომ ეს ტენდენცია მზარდია: ბოლო ერთი წლის განმავლობაში საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხით დასაქმებული 26 ახალი თანამშრომლიდან 14 ქალია.საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გოგოების ჩართულობის საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში ტრადიციულად აპრილში აღინიშნება. მისი წლევანდელი მთავარი თემა — განვითარებისთვის: ციფრულ მომავალს გოგოები ქმნიან — გლობალურ ფოკუსში კიდევ ერთხელ მოაქცევს ციფრული გენდერული უთანასწორობის შემცირებას და მოუწოდებს გოგოებს, აირჩიონ STEM, განსაკუთრებით კი და მდგრადი ტექნოლოგიები.მიკრობანკი “კრისტალის” შესახებ:მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიკურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 47 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.