კირილო ბუდანოვი: ჩვენ არ ვაღიარებთ არანაირ ტერიტორიულ დანაკარგს და არ ვაპირებთ საკუთარი მიწით ვაჭრობას

„სამხედრო თვალსაზრისით ჩვენ იმ ეტაპზე ვართ, როდესაც დრონების რაოდენობრივი ზრდა საკითხს ფუნდამენტურად ვეღარ წყვეტს. როგორც ჩვენ, ისე მტერმა, მივაღწიეთ გარკვეულ მაქსიმუმს არსებული მართვის ტექნოლოგიების გამოყენებაში. შემდეგი ეტაპი ხელოვნური ინტელექტის სრული ინტეგრაციაა. ჩვენ გვჭირდება გადასვლა ავტონომიურ სისტემებზე, რომლებსაც დამოუკიდებლად შეეძლებათ სამიზნეების იდენტიფიცირება და მანევრირება. უკრაინას უკვე აქვს ასეთი ნამუშევრები და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ისინი მტრისთვის სიურპრიზი გახდება… ჩვენ არ ვაღიარებთ არანაირ ტერიტორიულ დანაკარგს და არ ვაპირებთ საკუთარი მიწით ვაჭრობას” – თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა კირილო ბუდანოვმა კიევის უსაფრთხოების ფორუმზე