კახა კუკავა: ბიძინა, ნუ გაასულელებინებ თავს კობახიძეს

“თავისუფალი საქართველოს” ლიდერი, კახა კუკავა ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და მოუწოდებს, “კობახიძეს თავი არ გაასულელებინოს, რადგან ფსონი მისთვის უფრო მეტია, ვიდრე კობახიძისთვის“.

კუკაფვას თქმით, ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ მომზადდეს ვადამდელი , რადგან “ქვეყანა პირდაპირ ბომბზე ზის“.

მივმართავ ხელისუფლებას, კონკრეტულად ბიძინას – ნუ გაასულელებინებ თავს კობახიძეს, ფსონი ივანიშვილისთვის არის გაცილებით მეტი, ვიდრე კობახიძისთვის. კობახიძის ბედი იქნება იგივე, რაც იყო სააკშვილის და შევარდნაძის მინისტრებისთვის. პირველი პირების ბედი კი ბევრად მძიმეა.

სანამ კიდევ არის შანსი, ეს ქვეყნისთვისაც და რეჟიმისთვისაც იქნება სწორი გამოსავალი, რომ მომზადდეს ვადამდელი , იმ პირობებით, რომ ქვეყანაში არსებული განწყობები დამეთხვევა სახელმწიფო ინსტიტუტებში არსებულ თანაფარდობას. დღეს სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმაცია არის 15-20 % მაქსიმუმ, ეს არის, რომ პირდაპირ ბომბზე ზის ქვეყანა, – ამბობს პოლიტიკოსი.

კუკავა ივანიშვილს ურჩევს ჩაატაროს გამოკითხვა და გაიგებს, „მის მიერ დაპატიმრებულ ირაკლი ღარიბაშვილს უფრო მეტი რეიტინგი აქვს მისივე პარტიაში, თუ კობახიძეს“.

თვითონ ქოცების პარტიის შიგნით როდესაც  არის ასეთი განწყობა, რომ შენ რომ იჭერ კორუფციის ბრალდებით ადამიანს, შენივე პარტიაში იმ ადამიანს აქვს უფრო მეტი მხარდაჭერა, ვიდრე ქვეყნის მოქმედ პრემიერს, ეს ნიშნავს, რომ ბომბზე ზიხარ და არავინ არ იცის, ხვალ რამდენი ადამიანი გამოვარდება ქუჩაში. რასაც აკეთებს დრეს ქვეყანაში, ყევლაზე მეტ ზიანს ვისაც აყენებს, აყენებს თვითონ ივანიშვილს რეჟიმს. საზოგადოების გაღიზიანებას კიდევ უფრო აორმაგებს და ასამმაგებს, თავისი რიტორიკით, მანერებით, უთავმოყვარეობით და ა.შ. – თქვა კუკავამ.