აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სავარაუდოდ, დღეს დასახელდება

15
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, სავარაუდოდ, დღეს დასახელდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, კონსულტაციები უკვე ბოლო ფაზაშია.
„კონსულტაციები უკვე ბოლო ფაზაშია, რომელიც წარმოებს საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად და სავარაუდოდ, დღეს უკვე დასახელდება მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ ა/რ მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის სამარის ოლქში „როსკოსმოსის“ ერთ-ერთ მთავარ საწარმოზე დარტყმა „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტებით განხორციელდა – ეს კარგი შედეგია, ჩვენი საზღვრიდან მანძილი დაახლოებით 900 კილომეტრია