რუსეთი უკრაინის მხარეს მებრძოლი 523 უცხოელი ჯარისკაცის წინააღმდეგ აწარმოებს გამოძიებას, მათ შორის ქართველების

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი უკრაინის მხარეს მებრძოლი 523 უცხოელი ჯარისკაცის წინააღმდეგ აწარმოებს სისხლის სამართლის საქმეს – ინფორმაციას კრემლის მედია Tass.ru ავრცელებს.
მათი ცნობით, ჯარისკაცები, რომელთა წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული 44 ქვეყნიდან არიან, მათ შორის საქართველოდანაც.
“ამჟამად სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს 44 ქვეყნიდან 523 უცხოელის წინააღმდეგ. ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, საქართველოს, ს, ლატვიის, -ის, საფრანგეთის, ფინეთისა და ნიდერლანდების მოქალაქეები დაუსწრებლად არიან ბრალდებულები”, – ციტირებს TASS საგამოძიებო კომიტეტს.
კომიტეტი აღნიშნავს, რომ 39 უცხოელი მებრძოლი საერთაშორისო ძებნაშია მიცემული, 16 ბრალდებულს კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.