ყაზახეთის მთავრობა გადადგა

ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი პრემიერ-მინისტრ ალიხან სმაილოვის მთავრობის გადადგომას დაეთანხმა, – ინფორმაციას მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ყაზახეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 70-ე მუხლის შესაბამისად, ვწყვეტ: მივიღო ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის გადადგომა, ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობები დროებით დავაკისრო რომან სკლიარს“, – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.
ამასთან, მინისტრთა კაბინეტის წევრებს დაევალათ, განაგრძონ თავიანთი მოვალეობების შესრულება ახალი მთავრობის დამტკიცებამდე.
სკლიარს, მანამდე, პირველი ვიცე-პრემიერის პოსტი ეკავა, ყაზახეთის მთავრობას კი ალიხან სმაილოვი ხელმძღვანელობდა. პრეზიდენტმა ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 2022 წლის იანვარში დანიშნა, 2023 წლის მარტში კი, პარლამენტის ქვედა პალატის ს შემდეგ, ხელახლა დანიშნა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის გადადგომის მიზეზი არ დაუსახელებიათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – თუ პრორუსული ხელისუფლება გადაწყვეტს, ქართველი ხალხის ნება გააყალბოს, მათთვის სერიოზული სუსხი წამოვა ქართველი ხალხისგან და დასავლეთისგან – ნებისმიერი კვლევა აჩვენებს მხოლოდ ერთს, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდება

თინა ხიდაშელი – არჩევნებამდე 3 კვირაა დარჩენილი და ქვეყანაში არცერთი კრიტერიუმით არ არის არც სამართლიანი, არც თავისუფალი საარჩევნო გარემო – ხალხს თუ გაუჩნდა იმის რწმენა, რომ არჩევნები მოპარეს, მას ვერაფერი გააჩერებს