ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კახიანი პარლამენტის ვიცე-სპიკერები გახდნენ

“ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კახიანი პარლამენტის ვიცე-სპიკერებად აირჩიეს.
ორივე დეპუტატის არჩევას 84-84-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი. ჩიქოვანის და კახიანის კანდიდატურები ვიცე-სპიკერის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობამ წარადგინა.
რეგლამენტში შეტანილი ცვლილებებით, რომელიც 15 ნოემბერს მესამე მოსმენით განიხილეს და დაამტკიცეს, პარლამენტის სპიკერატში ვიცე-სპიკერების რაოდენობა ხუთიდან შვიდამდე გაიზარდა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ შესაძლებელია აირჩეს სამი მოადგილე საპარლამენტო უმრავლესობიდან და სამი – საპარლამენტო ოპოზიციიდან.
დღეიდან, პარლამენტში „ოცნების“ წარდგენით არჩეული ვიცე-სპიკერები არიან: – ირაკლი ჩიქოვანი, გიორგი კახიანი და არჩილ თალაკვაძე, პირველი ვიცე-სპიკერი კი ა.
ოპოზიციისთვის განსაზღვრულ კვოტას პოლიტიკური ჯგუფ “ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატი ავთანდილ ენუქიძე იკავებს. მეორე კვოტისთვის ენმ-მს ს კანდიდატურა წარადგინა, თუმცა “ოცნება” მას მხარს არ უჭერს.