ირაკლი ჩიქოვანი – ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა საფრთხე ემუქრება მის გამგებლობაში არსებულ აქტივებს, მისთვის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს ჩვენი სამშობლო და სახელმწიფო ინტერესები

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ს ქართულ პოლიტიკაში შემობრუნება, მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა საფრთხე ემუქრება მის გამგებლობაში არსებულ აქტივებს, მისთვის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს სამშობლო და სახელმწიფო ინტერესები.
„დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილი შემობრუნდა ქართულ პოლიტიკაში. 2012 წელს რომ არა ის, ნამდვილად ვერ მოხდებოდა ჩვენს ქვეყანაში ცვლილება და ნამდვილად არ ვიცი დღეს ჩვენი სახელმწიფო რა პირობებში და რა ვითარებაში იქნებოდა. წლების განმავლობაში, ამ ადამიანს აქვს განსაკუთრებული დამსახურება ქართული საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე, რამაც საშუალება მოგვცა, რომ მართლაც გვქონოდა განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი და განგრძობადი ფაზა.
ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა საფრთხე ემუქრება მის გამგებლობაში არსებულ აქტივებს, მისთვის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს ჩვენი სამშობლო და ჩვენი სახელმწიფო ინტერესები“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება