„ევროპის უნივერსიტეტის“ 20 ქართველი სტუდენტი სტაჟირებაზე ესპანეთში გაემგზავრა

„ევროპის უნივერსიტეტის“ დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის 20 ქართველი სტუდენტი ესპანეთში, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში გაემგზავრა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.
მათი ცნობით, სტუდენტები გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სპეციალურად მათთვის შედგენილი პროგრამით „სიმულაციური მედიცინა და სცენარზე დაფუძნებული სწავლება გადაუდებელი მდგომარეობისას“ – გაივლიან სტაჟირებას.
პროგრამის ფარგლებში ისინი შეისწავლიან: გადაუდებელი მდგომარეობების მართვას ჰოსპიტალური და არაჰოსპიტალური პირობების დროს; სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებას გადაუდებელი მდგომარეობის მართვის დროს; სცენარზე დაფუძნებული სიმულაციური ამოცანებით გადაუდებელი მდგომარეობების მართვას.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: და ამ ქვეყანაში კიდე ვიღაცები კითხულობენ, ვართ თუ არა უკვე რუსეთში? და კიდე რაღაცა ნიშნებს ელოდებიან, რომ დარწმუნდნენ იმაში, რომ ამ ქვეყანაში თავიდან ბოლომდე არის რუსული რეჟიმი