რიგაში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ლატვიაში, რიგაში, BaltTour 2024 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, ბალტიისპირეთის ქვეყნებში ყველაზე დიდ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები, ტურისტული კომპანიები და სასტუმროები იყვნენ წარდგენილები.
BaltTour 2024-ზე, საქართველოს სტენდთან, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს გასცნობოდნენ.
გამოფენის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით.
BaltTour-ის საიუბილეო 30-ე წლისთავზე გამოფენას 30-მდე ქვეყნიდან 25 000-მდე ვიზიტორი ეწვია. რიგის საერთაშორისო გამოფენაზე 350 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: გრენლანდიას, ისლანდიასა და ბრიტანეთს შორის არსებული ოკეანის სივრცე ამჟამად რუსული ბირთვული წყალქვეშა ნავების ერთგვარ ჭიშკარს წარმოადგენს. სწორედ აქ დაძრწიან რუსები თავიანთი რაკეტებით, რათა…

პესკოვი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე – სომხეთი არის ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის წევრი – ორი განსხვავებული ორგანიზაციის წევრობა უბრალოდ შეუძლებელია