ირაკლი ჩიქოვანი – „გამაერთიანებელი სიმბოლოს“ – ამ შეფასების გამოყენება პრეზიდენტთან მიმართებაში გამიჭირდება

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში „გამაერთიანებელი სიმბოლოს“ – ამ სიტყვის გამოყენება საქართველოს პრეზიდენტთან მიმართებაში გამიჭირდება, – ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას შეკითხვას, რომელიც პრეზიდენტთან თანამშრომლობას ეხებოდა.
ჩიქოვანის თქმით, სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობას კანონმდებლობის შესაბამისად აპირებს.
„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში „გამაერთიანებელი სიმბოლოს“- ამ სიტყვის გამოყენება საქართველოს პრეზიდენტთან მიმართებაში გამიჭირდება. გულწრფელად გეტყვით, საკმაოდ მაპოლარიზებელი იყო კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელიც მას ჰქონდა მიღებული. ამ დებატში არ შევალ, ამაზე ჩვენი პოზიცია ცნობილია,მეც მაქვს დაფიქსირებული, მაგრამ როგორც თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი გეტყვით, რომ პრეზიდენტთან და თავდაცვის მინისტრობის კანდიდატთან ურთიერთობები არის გაწერილი და დარეგულირებული საქართველოს კანონმდებლობით. შესაბამისად, მეც ამ კანონმდებლობით ვისარგებლებ“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პესკოვი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე – სომხეთი არის ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის წევრი – ორი განსხვავებული ორგანიზაციის წევრობა უბრალოდ შეუძლებელია

მდინარაძე: საგაზაფხულო სესიის პირველი კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია