ანრი ოხანაშვილი თეონა აქუბარდიას – ირაკლი პირველი, მეორე და მესამე რა დამოკიდებულებაა ? ყველას აქვს სახელი და გვარი – თქვენ თეონა პირველად, მეორედ თუ მეხუთედ მოგიხსენიოთ?

თეონა უკაცრავად, ეს ირაკლი პირველი, მეორე და მესამე რა დამოკიდებულებაა… ყველას აქვს სახელი და გვარი, – ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
ანრი ოხანაშვილის შენიშვნა, რომ ყველასთვის კორექტულად მიემართა, მოჰყვა ცოტა ხნით ადრე თეონა აქუბარდიას განმარტებას, რომ ის „ირაკლი პირველის“ სახელით ირაკლი ღარიბაშვილს, ხოლო „ირაკლი მეორეს“ სახელით ირაკლი კობახიძეს მოიხსენიებს.
„თეონა უკაცრავად, ეს ირაკლი პირველი, მეორე და მესამე რა დამოკიდებულებაა? რად გინდათ? ყველას აქვს სახელი და გვარი. თქვენ ახლა თეონა პირველი, მეორედ და მეხუთედ მოგიხსენიოთ თუ როგორ მოგიხსენიოთ? თქვენ ხომ მიმიხვდით კარგად, ამიტომ გთხოვთ, ყველა მოიხსენიოთ კორექტულად“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა