ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელება მოულოდნელი დარტყმისთვის დროის მოგებაა – ირანელი მაღალჩინოსანი

დონალდ ტრამპიDANIEL TOROK/WHITE HOUSE PHOTO/ALAMYირანის პარლამენტის სპიკერისა და მთავარი მომლაპარაკებლის, მოჰამედ ბაკერ ყალიბაფის მრჩეველმა განაცხადა, რომ -ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელება არის მოულოდნელი დარტყმისთვის “დროის მოსაგები ხრიკი”.
ამასთან ერთად, ყალიბაფის მრჩეველმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ ირანის პორტებზე -ის ბლოკადის გაგრძელება “არაფრით განსხვავდება დაბომბვისგან და სამხედრო პასუხს მოითხოვს.”
მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჰორმუზის სრუტის ბლოკადის გამო ირანის რეჟიმი “ფინანსურ კოლაფსს განიცდის,” მას შემდეგ, რაც მან ირანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაახანგრძლივა მანამ, სანამ თეირანი “ერთიან წინადადებას” არ წარმოადგენს.
“ირანი ფინანსურად კოლაფსს განიცდის! მათ ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ გახსნა სურთ – ფული ამოწურული აქვთ!.” – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
22 აპრილს ირანთან ცეცხლის შეწყვეტის 2-კვირიანი ვადის ამოწურვამდე პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პერიოდი გახანგრძლივდება, თუმცა, ირანულ პორტებზე საზღვაო ბლოკადა შენარჩუნდება.
“იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ირანის მთავრობა სერიოზულად გახლეჩილია, რაც არც ისე მოულოდნელია, პაკისტანის გენერალი ფელდმარშალის, ასიმ მუნირისა და პაკისტანის პრემიერმინისტრის, შეჰბაზ შარიფის თხოვნის საფუძველზე, ჩვენ მოგვმართეს თხოვნით, ირანზე დარტყმები შევაჩეროთ იქამდე, სანამ მათი ლიდერები და წარმომადგენლები ერთიან წინადადებას არ შეიმუშავებენ. ამიტომ, ჩვენს სამხედროებს მითითება მივეცი, რომ ბლოკადა განაგრძონ, ყველა სხვა ასპექტში კი დარჩნენ მაზდყოფნაში. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს გავახანგრძლივებ იქამდე, ვიდრე ისინი თავიანთ წინადადებას არ წარმოადგენენ და განხილვები არ მორჩება ამა თუ იმ გზით”. – დაწერა მან.