უკრაინა: ოკუპირებულ სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მართვის პუნქტი გავანადგურეთ

უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებული ფოტოუკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, ოკუპირებულ ყირიმზე, სევასტოპოლში გაანადგურეს შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ხომალდების მართვის პუნქტი “სტრელეცკი”.
ასევე, გენშტაბის ინფორმაციით, იერიშები მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატების მართვის პუნქტებზე რუსეთის კურსკის ოლქში და უკრაინის ხარკოვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ბელგოროდის ოლქში დაარტყეს ქვედანაყოფების მართვის პუნქტს.
აქამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ცნობები, რომ უკრაინულ დრონებს ოკუპირებულ ყირიმზე მასირებული იერიშები მიჰქონდათ.