უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ EU-მ უკრაინისთვის €90-მილიარდიანი სესხი დაამტკიცა

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მუდმივმა წარმომადგენლებმა უკრაინისთვის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტი დაამტკიცეს მას შემდეგ, რაც უნგრეთმა ვეტო მოხსნა.
შედეგად, ევროკავშირმა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა უკრაინისთვის 2026-2027 წლებში მასშტაბური სესხის დამტკიცებისთვის საჭირო ბოლო პროცედურების მხრივ.
ევროკავშირის სასესხო პაკეტი მომდევნო ორი წლის განმავლობაში უკრაინის ფინანსურ დახმარებას გულისხმობს, თუმცა, სესხის დაფარვა მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა უკრაინას ომისთვის რეპარაციას გადაუხდის. მანამდე კი რუსული აქტივები გაყინული დარჩება და ევროკავშირი შეინარჩუნებს უფლებას, რომ სესხი რუსული აქტივების მეშვეობით დაფაროს, “ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად”.
ცნობისთვის, ევროკავშირში სესხზე შეთანხმებას დეკემბერში მიაღწიეს, თუმცა, მას შემდეგ საკითხზე წინსვლა უნგრეთის ვეტოს გამო რამდენიმე თვის განმავლობაში შეფერხებული იყო.
მანამდე უკრაინამ განაცხადა, რომ მილსადენი “დრუჟბას” დაზიანებული მონაკვეთი უკვე შეკეთებულია და მილსადენის მეშვეობით უნგრეთსა და სლოვაკეთს კვლავ მიეწოდებათ რუსული ნავთობი.