ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი მიიღო

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი მიიღო, რომელსაც აქამდე უნგრეთი და ბლოკავდნენ.
ახლა კი, ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის მუდმივმა წარმომადგენლებმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალ სანქციებს მხარი დაუჭირეს.
უნგრეთმა და სლოვაკეთმა სანქციების პაკეტზე მას შემდეგ მოხსნეს, რაც უკრაინამ განაცხადა, რომ “დრუჟბას” მილსადენის მუშაობა აღდგებოდა.
“ჩვენ მივიღეთ სიგნალი, რომ ნავთობის მიწოდება, შესაძლოა, განახლდეს და მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტსაც კი, რადგან ჩვენი შეფასებით, ეს სლოვაკეთის ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს. თუმცა, ამას მხოლოდ მას შემდეგ გავაკეთებთ, რაც რუსული ნავთობი სლოვაკეთში “დრუჟბას” მილსადენის მეშვეობით შემოვა,” – განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 21 აპრილს.
ევროკავშირს პაკეტი თებერვალში, რუსეთის მიერ 2022 წელს უკრაინაში შეჭრის მეოთხე წლისთავზე უნდა მიეღო, თუმცა ერთსულოვანი მხარდაჭერის გარეშე ამის გაკეთება ვერ შეძლო.