ყაზახეთის მთავრობა გადადგა

ყაზახეთის მთავრობა გადადგა. გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას ქვეყნის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მოაწერა ხელი. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტი ავრცელებს.
“ყაზახეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 70-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
· მიღებულ იქნას ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის გადადგომა;
· დროებით, პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გახდეს რომან სკლიარი;
· ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა ახალი მთავრობის დამტკიცებამდე გააგრძელონ საკუთარი მოვალეობების შესრულება;
· ხელის მოწერის დღიდან ბრძანება შევიდეს ძალაში”; – წერია პრეზიდენტის ბრძანებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – ელენე ხოშტარიას 1 წელი და 6 თვე მიუსაჯეს იმისთვის, რომ არ აღიარა, არ ითანამშრომლა, წინააღმდეგობა გაწია – ეს ერთგვარი მუქარაა ყველასთვის, თუმცა ამაზე ჩვენი პასუხია, რომ ტყვეებით ვაჭრობა არ შედგება!