სუს-ის განცხადებით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა, ჯაშუშობისთვის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა, უწყების ცნობით, ანალოგიურ დანაშაულში მხილებულია 2 მოქალაქე.
უწყების ცნობით, აღნიშნული ორი მოქალაქე ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, მათ ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ და მათზე ინტერპოლოთ, საერთაოშირო ძებნა გამოცხადდება.
უწყების ცნობით, “საქმეზე შეგროვებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დაკავებული პირი გადაიბირა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურმა და მას მიენიჭა შესაბამისი ფსევდონიმი”.
მათივე ინფორმაციით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, უცხო ქვეყნის სპეცსამსახური საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მას ავალებდა სხვადასხვა სახის ინფორმაციის შეგროვებას უცხო ქვეყნსი სპეცსამსაუხირსთვის გადაცემის მიზნით.
“გამოძიებით დადგენილია, რომ ჯაშუშობისთვის დაკავებულ პირს დავალებული ჰქონდა საქართველოში ინფორმაციის შეგროვება შემდეგი მიმართულებებით, საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების: სუს-ის, შსს-ს, თავდაცვის სამინისტროს დისლოკაციის ადგილების, ძალებისა და საშუალებების შესახებ, ასევე მათი დისლოკაციის ადგილების ფოტო და ვიდეო გადაღება, საქართველოში სტრატეგიული ობიექტების, მათ შორის ხიდების, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების და სხვა დანიშნულების ობიექტების განთავსების შესახებ, ასევე აღნიშნული ადგილების ფოტო და ვიდეო გადაღება და სხვა.
კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ანალოგიურ დანაშაულში ასევე მხილებულია, საქართველოს 2 მოქალაქე, რომლების გადაბირებულ იქნენ ამავე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების მიერ და მიღებული დავალების შესაბამისად, საქართველოს ინტერესების საზიანოდ ახორციელებდნენ სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციის შეგროვებას და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლებისთვის გადაცემას. საქმის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, დანაშაულის დეტალური სიზუსტით შესწავლის მიზნით, გამოძიების ფარგლებში ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები” – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
უწყებას არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნის სპეცსამსაუხრების სასარგებლო ჯაშუშობაზეა საუბარი.
უწყების ცნობით, დაკავებულს ჯაშუშობისთვის ბრალდება სსკ-ის 314-ე მუხლის, პირველი ნაწილით, რაც 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. რაც შეეხება, ზემოაღნიშნულ 2 პირს, რომლებიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან, მათ დაუსწრებლად წარედგინებათ ბრალდება სსკ-ის 314-ე მუხლის, პირველი ნაწილით.