ძალიან რთული იყო, ამ დროს არჩევანის წინაშე დგები, ძალიან სერიოზული არჩევანის წინაშე დგები, სახელმწიფოებრივად რა არის სწორი და მეორე მხრივ ადამიანები, რომლებიც თანაგუნდელები არიან, იყვნენ, დღეს შეიძლება აღარ იკავებენ თანამდებობას, თუ იკავებენ თანამდებობას, მოქმედი თანამდებობის პირებიც იყვნენ იქ, მოგეხსენებათ, გიწევს გადაწყვეტილების მიღება მათთან დაკავშირებით. ემოციურად, ადამიანურად არის ძალიან რთული, მაგრამ, მეორე მხრივ, არ ვიცი, ალბათ საკუთარ თავს უნდა გადააბიჯო და მიიღო გადაწყვეტილება შენი და შენი ქვეყნის, შენი შვილების, ყველას შვილების მომავლის უზრუნველსაყოფად. ეს რწმენა თუ გაქვს აქ, მერე შედარებით ადვილი ხდება, ემოციურად შეიძლება უფრო მძიმე იყოს, მაგრამ გადაწყვეტილების ხდება შედარებით ადვილი.