ნარკოტიკი ვეღარ შემოვიდა და კუსტარული ნარკოტიკის ქარხანა გაჩნდა ქვეყანაში – მდინარაძე

ივანიშვილის სუს-ის ჯერ კიდევ მოქმედმა უფროსმა, მამუკა მდინარაძემ გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებულ სამთავრობო TV იმედის ეთერში ქართული ოცნების ნარკოპოლიტიკასა და მის შედეგებზე ისაუბრა.
მდინარაძე ამბობს, რომ ნარკოდამოკიდებულებასთან და ნარკოდანაშაულთან ბრძოლა წარმატებულია, თუმცა იქვე ამატებს, რომ ქვეყანაში კუსტარული ნარკოტიკების ქარხანა და ლაბორატორიები გაჩნდა.
“ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა არ მოიცავს მხოლოდ ვიღაცის დაჭერას. ეს არის საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, საზოგადოებაც უნდა დადგეს პოლიციის, სამართალდამცველების, ჩვენს გვერდით იმისთვის, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ ეს ყველაფერი. ნახეთ ხომ რა მოხდა? დარტყმები განვახორციელეთ ყველამ ერთად ნარკოტიკებზე, მის რეალიზატორებზე და რა მოხდა? გარედან შემოტანა ძალიან გაძნელდა, ნარკოტიკი გაძვირდა, მაგრამ ყოველთვის რჩება რაღაც ხვრელი. საბაზრო ეკონომიკასავით არის, ოღონდ ჩრდილოვანი და საზიზღარი. კუსტარული ლაბორატორიებიც კი ვნახეთ. ეს არის კომპლექსური საკითხი, რომელსაც სჭირდება საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა და სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ, ამის პირობაც შემიძლია მარტივად დავდო, იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევავიწროოთ ეს სფერო და დანაშაულებრივი ბიზნესი”. – თქვა მდინარაძემ.
მოგვიანებით მდინარაძემ საუბარში მაგალითად კიდევ ერთხელ მოიყვანა აღნიშნული საკითხი და თქვა “ნარკოტიკი ვეღარ შემოვიდა და კუსტარული ნარკოტიკის რაღაც ქარხანა გაჩნდა ქვეყანაში, ახლა იმას დავდევთ”.
ქართულმა ოცნებამ 2025 წელს ანტინარკოტიკულ კანონში ცვლილებები რამდენიმე ეტაპად შეიტანა. მიღებული ცვლილებებით, ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა უფრო რეპრესიული და მკაცრი გახდა.
“ოცნების” ახალი ნარკოპოლიტიკა – რა იცვლება კანონპროექტის მიხედვით
5 გრამზე მეტი მარიხუანას შეძენა-შენახვაზე 6 წლამდე პატიმრობა დაგეკისრებათ – კანონპროექტი
ოცნებამ ნარკოპოლიტიკის გამკაცრების კანონი დაამტკიცა
კერძო კომპანიებს ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი აეკრძალებათ –