OpenAI-მ სურათების ახალი გენერატორი გამოუშვა — რა შეუძლია Images 2.0-ს

ფოტო: OpenAI
4
წაკითხვა
OpenAI-მ, ChatGPT-ს შემქმნელმა კომპანიამ, გამოსახულებების გენერატორის უახლესი ვერსია გამოუშვა, სახელად ChatGPT Images 2.0. იგი 21 აპრილიდანაა ხელმისაწვდომი ამავე ჩატბოტის ყველა მომხმარებლისთვის — ChatGPT-ს როგორც უფასო, ასევე ფასიანი ვერსიებისთვის.
OpenAI-მ სამშაბათს ბლოგპოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ ChatGPT Images 2.0-ს ახლა უფრო “დახვეწილი” გამოსახულებების შექმნა შეუძლია; გაუმჯობესებულია როგორც ინსტრუქციების მიყოლის სიზუსტე, ასევე სასურველი დეტალების შენარჩუნება და ტექსტის გენერირების უნარიც.
გარდა ამისა, გენერატორს სააზროვნო უნარები დაემატა, რომლებიც მას საშუალებას აძლევს, მაგალითად, ინტერნეტში მასალები მოიძიოს და რამდენიმე სურათი მხოლოდ ერთი მითითების საფუძველზე შექმნას. გენერატორი OpenAI-ს ახალ GPT Image 2 მოდელზე მუშაობს, ხოლო სააზროვნო ფუნქციები კი მხოლოდ ChatGPT Plus, Pro, Business და Enterprise ვერსიების მომხმარებელთათვის არის ხელმისაწვდომი.
სააზროვნო მოდელის არჩევისას ჩატბოტში სურათების გენერატორს შეუძლია, მაგალითად: ინტერნეტიდან ინფორმაცია აიღოს, ატვირთული ფაილების მიხედვით ვიზუალური ამხსნელი გამოსახულებები შექმნას ანდა “სურათის გენერირებამდე მისი სტრუქტურა გაიაზროს”.
ChatGPT Images 2.0-ს ამ რეჟიმში რვამდე სურათის გენერირება შეუძლია, თანაც ისე, რომ თითოეულში იგივე პერსონაჟები, ობიექტები და სტილი შეინარჩუნოს. OpenAI-ს განცხადებით, ეს მომხმარებლებს გაუმარტივებს, რომ, მაგალითად, შექმნან მანგა, გრაფიკული გამოსახულებების სერიები ანდა სახლის თითოეული ოთახის დიზაინები.
ფოტო: OpenAI
განახლება გენერატორს საშუალებას აძლევს, “უკეთ აღიქვას ფოტოების მახასიათებლები”ისევე როგორც პიქსელური ხელოვნების, მანგას, კინემატოგრაფიული კადრებისა და სხვა ტიპის გამოსახულებების სტილი. გარდა ამისა, მას უკვე შეუძლია, 2K-მდე რეზოლუციის სურათები შექმნას სხვადასხვა პროპორციით — განიერი ფორმატები (მაგალითად 3:1) იქნება ეს თუ ვერტიკალური (თუნდაც 1:3).
სისტემა ინგლისურ და სხვა ლათინური დამწერლობის მქონე სხვა ენებზე ტექსტს უკეთესად აგენერირებს. გარდა ამისა, OpenAI-ს განცხადებით, Images 2.0-ს “მნიშვნელოვანი წინსვლა” აქვს ისეთი გამოსახულებების შექმნაში, რომლებიც იაპონურ, კორეულ, ჩინურ, ჰინდისა და ბენგალურ ენებზე დაწერილ ტექსტებს მოიცავს.
OpenAI-მ ChatGPT Images თავდაპირველად გასულ წელს გამოუშვა. ბოლო დიდი განახლება დეკემბერში ვიხილეთ, როცა გამოსახულების გენერირება დაჩქარდა და ფოტოების რედაქტირების უნარები გაუმჯობესდა. მას შემდეგ ბაზარზე სხვა დახვეწილი ინსტრუმენტებიც ჩნდება, მათ შორის Google-ის Nano Banana Pro და Microsoft-ის MAI-Image-2, კონკურენცია კი შესაბამისად უფრო და უფრო მატულობს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია2327 ნახვა
ჩატბოტები გვეპირფერებიან — ახალი კვლევის შედეგები არასახარბიელოა1428 ნახვა
აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ1053 ნახვა
NASA-ს მავალმა მარსზე უჩვეულო ქვები დააფიქსირა, რომლებიც რეპტილიის ქერცლებს ჰგავს1020 ნახვა
დედამიწის ორბიტის გასწვრივ მეტეორების ახალი წყარო აღმოაჩინეს946 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
კოსმოსი
NASA-ს მავალმა მარსზე სიცოცხლის “საშენი მასალა” აღმოაჩინა — ახალი ექსპერიმენტი
NASA-ს მავალმა მარსზე სიცოცხლის “საშენი მასალა” აღმოაჩინა — ახალი ექსპერიმენტი
გადახედვა

ნახეთ: მარათონში ჩინურმა რობოტმა ადამიანის რეკორდიც კი მოხსნა
ნახეთ: მარათონში ჩინურმა რობოტმა ადამიანის რეკორდიც კი მოხსნა
გადახედვა

რა ემართება ჩვენს აზროვნებას, როცა საქმეში ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ? — კვლევა
რა ემართება ჩვენს აზროვნებას, როცა საქმეში ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ? — კვლევა
გადახედვა
ადამიანი
როგორ განსაზღვრავს “ბნელი მხარე” ჩვენს კარიერას
როგორ განსაზღვრავს “ბნელი მხარე” ჩვენს კარიერას
გადახედვა
მეცნიერება
მეცნიერებმა ქარვაში 35 მილიონი წლის წინ გაქვავებული უცნაური ობობასნაირი აღმოაჩინეს
მეცნიერებმა ქარვაში 35 მილიონი წლის წინ გაქვავებული უცნაური ობობასნაირი აღმოაჩინეს
გადახედვა
ტექნიკა
შექმნეს ბატარეა, რომელიც ელექტრომობილს 9 წუთში 90%-ით ტენის
შექმნეს ბატარეა, რომელიც ელექტრომობილს 9 წუთში 90%-ით ტენის
გადახედვა
მეცნიერება
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა შიმპანზეებს შორის მიმდინარე “სამოქალაქო ომი” აღწერეს
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა შიმპანზეებს შორის მიმდინარე “სამოქალაქო ომი” აღწერეს
გადახედვა
კოსმოსი
ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს
ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს
გადახედვა
კიბერ უსაფრთხოება
კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება
კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება
ეკონომიკა
პირველი ნაბიჯის შიში: 3 რჩევა მათთვის, ვისაც ფინანსური ბაზრების ეშინია
პირველი ნაბიჯის შიში: 3 რჩევა მათთვის, ვისაც ფინანსური ბაზრების ეშინია