ვანო მერაბიშვილის ზონდერმა გიორგი ონიანმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

გიორგი ონიანი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობას“, იყო უამრავი გამოწვევა, სირთულე, რასაც სწორედ ერთობით ვცემდით პასუხს. ერთი წლის წინ პარტიაში შეიცვალა მენეჯმენტი, რომელთანაც ჩემი თანამშრომლობა ბევრი მიზეზის გამო ვერ შედგა, არ ვაპირებ დეტალებზე საუბარს. ვფიქრობ, ბევრმა ისაუბრა ამ თემაზე და არ მინდა, თუნდაც მინიმალურად დავაზიანო ოპოზიციის საერთო ინტერესი. ყველა პროდასავლურ პარტიას ვუსურვებ წარმატებებს და ჯამურ გამარჯვებას 2024 არჩევნებზე“, – წერს ონიანი.
Previous: ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ ვიდგებით ყველა ჯარისკაცის გვერდით და გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ სამხედროები იყვნენ დაფასებულები
Next: : ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარედ დაგეგმილი გვაქვს ახალი გზის მშენებლობა, რომელიც ბაგებს ქავთარაძის ქუჩასთან დააკავშირებს

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ძამაშვილი: „23-25 ივნისს თბილისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა. ყველა ის ადამიანი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით საჯარო სერვისების ადმინისტრირებაზე მუშაობს, საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმზე მოიყრის თავს“