დაცული ტერიტორიები: 8 მარტივი წესი, რომლებითაც ბუნებას იცავ

ფასიანი განთავსება
ფოტო:
9
წაკითხვა
საქართველოს უნიკალურ ბუნებაში მოგზაურობა დაუვიწყარი თავგადასავალია. იმავდროულად, ეს არის შესაძლებლობა, გახდე იმ ცოცხალი სამყაროს მცველი, რომელსაც სტუმრობ. ყოველი წლის 22 აპრილი, დედამიწის დღე, კიდევ ერთხელ გვახსენებს გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობას. 2026 წლის მთავარი გზავნილი — ჩვენი ძალა, ჩვენი პლანეტა, ზუსტად იმაზე მიგვითითებს, რომ პლანეტის გადარჩენა თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური ქმედებებით იწყება. საქართველოს ბანკისთვის გარემოს დაცვა გრძელვადიანი ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილია. მათ შორის, ბიო მრავალფეროვნების დაცვა. სწორედ ამ მიზნით, ბანკი კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) თანამშრომლობით 2010 წლიდან მხარს უჭერს ქვეყნის 18 დაცული ტერიტორიის შენარჩუნებასა და განვითარებას. ეს ათასობით წლის განმავლობაში ფორმირებული ეკოსისტემებია, რომელთა შენარჩუნებაში მონაწილეობის მიღება შენც შეგიძლია. ამისთვის კი მხოლოდ რამდენიმე მარტივი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი წესის დაცვაა საჭირო. იმისთვის, რომ დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტი იყოს უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი, გაეცანით რამდენიმე მარტივ წესს: 1. იარე მხოლოდ მონიშნულ ბილიკზე ტურისტული ბილიკიდან გადახვევა მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაყენებას არ ნიშნავს. ასეთი ქმედებით ზიანდება ნიადაგის საფარი და ითელება იშვიათი მცენარეები, რომლებიც, შესაძლოა, მხოლოდ ამ კონკრეტულ ადგილას ხარობდნენ. ბილიკზე სიარულით შენ უნიკალურ ფლორას იცავ. 2. ნუ იფიქრებ, რომ ერთი ნარჩენით არაფერი შავდება ბუნებაში არ არსებობს უხილავი ნარჩენი. შეიძლება იფიქრო, რომ თუ ბუნებაში ერთი ნივთის დატოვება დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ ეკოსისტემა ასე არ მუშაობს. ის ერთი პლასტმასის ბოთლი თუ პოლიეთილენის პარკი გარემოში წლობით რჩება, აბინძურებს წყალს, ტყის ბინადრებისთვის კი ხშირად სასიკვდილო ხაფანგად იქცევა. იხელმძღვანელე პრინციპით რაც მიგაქვს, ისევ უკან მოგაქვს, რომ ველური ბუნება ხელუხლებელი შეინარჩუნო. 3. დაანთე ცეცხლი მხოლოდ ნებადართულ ადგილას ბუნებაში მოგზაურობისას პიკნიკი და საღამოს დანთებული კოცონი დღის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ნაწილია. თუმცა, აუცილებლად უნდა გახსოვდეს, რომ ტყის ხანძრების უდიდესი ნაწილი სწორედ ადამიანის დაუდევრობით ჩნდება. ერთ ნაპერწკალს შეუძლია, ათასწლოვანი ტყე გაანადგუროს. ამიტომ კოცონის დასანთებად ყოველთვის მოძებნე სპეციალური, ნებადართული ადგილი. წამოსვლამდე კი კარგად დარწმუნდი, რომ ცეცხლი სრულად ჩააქრე და ხანძრის საფრთხე არ არსებობს. 4. იმოგზაურე დაცულ ტერიტორიებზე ოთხფეხა მეგობრების გარეშე უწყინარი, შინაური ცხოველი თავისდაუნებურად, შეიძლება სტრესის წყარო გახდეს გარეული ცხოველებისთვის. მისმა სუნმა ან ხმამ შესაძლოა დააფრთხოს ტყის ბინადრები, აიძულოს საარსებო გარემოს დატოვება ან ხელი შეუშალოს გამრავლების პროცესში. ამასთან, ყოველთვის არსებობს დაავადებების გადადების რისკი შინაური ცხოველიდან გარეულზე და პირიქით, ამიტომ ამ წესის დაცვით გარემოზეც იზრუნებ და შენს ოთხფეხა მეგობარზეც. 5. მოუსმინე ბუნების ხმებს და შეინარჩუნე ტყის სიმშვიდე დაცულ ტერიტორიებზე ხმამაღალი მუსიკა და ყვირილი არღვევს ბუნებრივ ჰარმონიას. ხმაური განსაკუთრებით აფრთხობს ფრინველებს გამრავლების პერიოდში და შესაძლოა, მათ ბუდეებიც კი მიატოვონ. დატკბი ბუნების ხმებით და სხვებსაც მიეცი ამის საშუალება. 6. დატოვე ყველაფერი ისე, როგორც დაგხვდა რაც უნდა მაცდურად ჟღერდეს სამახსოვროდ ლამაზი ქვის ან მცენარის წამოღება, გახსოვდეს, რომ ეკოსისტემაში ყველა დეტალს თავისი ფუნქცია აქვს. ერთი შეხედვით უმნიშვნელო ელემენტიც კი შეიძლება იყოს რომელიმე ცოცხალი ორგანიზმის საკვები ან თავშესაფარი. დატოვე ყველაფერი ისე, როგორც დაგხვდა. 7. იმოგზაურე ფეხით მოტორიზებული ტრანსპორტი, როგორიცაა მოტოციკლი ან კვადროციკლი, იწვევს ნიადაგის ეროზიას, აბინძურებს ჰაერს და ხმაურით არღვევს ველური ბუნების სიმშვიდეს. ფეხით მოგზაურობა საუკეთესო გზაა, რომ სრულად შეიგრძნო ბუნებასთან სიახლოვე და მინიმალური ზიანი მიაყენო გარემოს. 8. ნუ მოწევ დაცულ ტერიტორიაზე გარდა ხანძრის გაჩენის უდიდესი რისკისა, სიგარეტის ნამწვი ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური ნარჩენია. ის ნიადაგსა და წყალში გამოყოფს მავნე ნივთიერებებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში წამლავს გარემოს. შენი წვლილი პლანეტის მომავალში ამ წესების დაცვით შენ არა მხოლოდ იცავ საქართველოს დაცულ ტერიტორიებს, არამედ საკუთარი პასუხისმგებლობიანი არჩევანით უერთდები გლობალურ მოძრაობას, რომლის მიზანიც ჩვენი პლანეტის საერთო მომავლის შენარჩუნებაა. გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს და გახდი ცვლილების ნაწილი.
კომენტარები
დაცული ტერიტორიები: 8 მარტივი წესი, რომლებითაც ბუნებას იცავ
14 წუთის წინ
დაცული ტერიტორიები: 8 მარტივი წესი, რომლებითაც ბუნებას იცავ
გადახედვა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა
27 წუთის წინ
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა
გადახედვა
მომღერალი d4vd ბრალდებულია 14 წლის გოგოს მკვლელობაში — საქმის დეტალები
47 წუთის წინ
მომღერალი d4vd ბრალდებულია 14 წლის გოგოს მკვლელობაში — საქმის დეტალები
გადახედვა
სუს: უცხო ქვეყნისთვის ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს — მიმალვაში მყოფ 2 პირზე ძებნა გამოცხადდა
48 წუთის წინ
სუს: უცხო ქვეყნისთვის ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს — მიმალვაში მყოფ 2 პირზე ძებნა გამოცხადდა
გადახედვა
Divergent-ის ავტორმა სერიაში ახალი წიგნები დააანონსა
50 წუთის წინ
Divergent-ის ავტორმა სერიაში ახალი წიგნები დააანონსა
გადახედვა
ISFED-ის დახმარებით “საქნახშირს” მოსარჩელე დავით კახიძემ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვა შეძლო
ერთი საათის წინ
ISFED-ის დახმარებით “საქნახშირს” მოსარჩელე დავით კახიძემ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვა შეძლო
გადახედვა
ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ
ერთი საათის წინ
ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ
გადახედვა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინას 90 მლრდ ევროს სესხი დაუმტკიცა
2 საათის წინ
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინას 90 მლრდ ევროს სესხი დაუმტკიცა
გადახედვა
ომბუდსმენმა “იარაღის შესახებ” კანონში ცვლილების თაობაზე სამართლებრივი შეფასება წარადგინა
2 საათის წინ
ომბუდსმენმა “იარაღის შესახებ” კანონში ცვლილების თაობაზე სამართლებრივი შეფასება წარადგინა
გადახედვა
საია: გადაუჭრელი რჩება ბავშვებზე სექსუალური ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა მხარდაჭერის, ეფექტიანი გამოძიების პრობლემები
2 საათის წინ
საია: გადაუჭრელი რჩება ბავშვებზე სექსუალური ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა მხარდაჭერის, ეფექტიანი გამოძიების პრობლემები
გადახედვა
გამკაცრებული რეგულაციები — რას შეცვლის ავტოიმპორტისა და პლასტიკატის შეზღუდვა?
2 საათის წინ
გამკაცრებული რეგულაციები — რას შეცვლის ავტოიმპორტისა და პლასტიკატის შეზღუდვა?
მაკდონალდს საქართველოს IT ხელმძღვანელმა shining Light Award 2025-ის ჯილდო მოიპოვა
2 საათის წინ
მაკდონალდს საქართველოს IT ხელმძღვანელმა shining Light Award 2025-ის ჯილდო მოიპოვა
თიბისის მოსწავლის ბარათის განსაკუთრებული შეთავაზებები
3 საათის წინ
თიბისის მოსწავლის ბარათის განსაკუთრებული შეთავაზებები
გადახედვა
ასტანაში კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა
3 საათის წინ
ასტანაში კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა
გადახედვა
რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ჯორჯა მელონი “მეძავად” და “პატარა ქალად” მოიხსენია
3 საათის წინ
რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ჯორჯა მელონი “მეძავად” და “პატარა ქალად” მოიხსენია
გადახედვა
სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კვლავ პატიმრობაში დატოვა
3 საათის წინ
სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კვლავ პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
ეშმაკს აცვია პრადა 2-დან სიდნი სვინის ეპიზოდური როლი ამოჭრეს
3 საათის წინ
ეშმაკს აცვია პრადა 2-დან სიდნი სვინის ეპიზოდური როლი ამოჭრეს
გადახედვა
საქართველოს სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ეწვია
3 საათის წინ
საქართველოს სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ეწვია
გადახედვა
OpenAI-მ სურათების ახალი გენერატორი გამოუშვა — რა შეუძლია Images 2.0-ს
3 საათის წინ
OpenAI-მ სურათების ახალი გენერატორი გამოუშვა — რა შეუძლია Images 2.0-ს
გადახედვა
NASA-ს მავალმა მარსზე სიცოცხლის “საშენი მასალა” აღმოაჩინა — ახალი ექსპერიმენტი
3 საათის წინ
NASA-ს მავალმა მარსზე სიცოცხლის “საშენი მასალა” აღმოაჩინა — ახალი ექსპერიმენტი
TBILISI OPEN AIR 2026: მუსიკა ათავისუფლებს!
3 საათის წინ
TBILISI OPEN AIR 2026: მუსიკა ათავისუფლებს!
კვირის ტოპ-5
ქვიზი: გამოიცანი ქართული ფილმი ერთი კადრით (რთული ვერსია)9740 ნახვა
ქვიზი: გამოიცანი, რა ღირს საკვები პროდუქტი7847 ნახვა
შეავსე ქვიზი და გაიგე, Palitra L-ის რომელი ახალი საკითხავი დაგხვდება თბილისის წიგნის ბაზრობაზე3184 ნახვა
ქვიზი: როგორ იცნობ მსოფლიოს მდინარეებს?1455 ნახვა
ქვიზი: რამდენად მზად ხარ სამხრეთ კორეისთვის?1256 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
კონფლიქტები
: დედაზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
: დედაზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
საზოგადოება
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები მედიკამენტებთან ერთად მულტიდისციპლინური გუნდის შექმნას ითხოვენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები მედიკამენტებთან ერთად მულტიდისციპლინური გუნდის შექმნას ითხოვენ
გადახედვა
პოლიტიკა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, ქართველ ხალხთან ერთად, შეძლო დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმის დამარცხება
კალაძე: ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, ქართველ ხალხთან ერთად, შეძლო დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმის დამარცხება
გადახედვა
პოლიტიკა
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში გაემგზავრა
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში გაემგზავრა
ცხოვრების სტილი
⁠როგორ მოვამზადოთ ტვირთი გადასაზიდად (რომ მძღოლს გული არ გაუსკდეს)
⁠როგორ მოვამზადოთ ტვირთი გადასაზიდად (რომ მძღოლს გული არ გაუსკდეს)
გადახედვა
საზოგადოება
მარიამ მალაზონია: “დიუშენის დაავადებისთვის მედიკამენტი სიცოცხლის შესაძლებლობაა”
მარიამ მალაზონია: “დიუშენის დაავადებისთვის მედიკამენტი სიცოცხლის შესაძლებლობაა”
გადახედვა
პოლიტიკა
: გადანაცვლება იმისთვის არ ხორციელდება, რომ რაიმე პრობლემა არსებობს კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ
: გადანაცვლება იმისთვის არ ხორციელდება, რომ რაიმე პრობლემა არსებობს კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ
გადახედვა

ნახეთ: მარათონში ჩინურმა რობოტმა ადამიანის რეკორდიც კი მოხსნა
ნახეთ: მარათონში ჩინურმა რობოტმა ადამიანის რეკორდიც კი მოხსნა
გადახედვა
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია-ხელმძღვანელობაც წარმატებით გამოუვა, როგორც პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია-ხელმძღვანელობაც წარმატებით გამოუვა, როგორც პოლიტიკა
საზოგადოება
აგრო დაზღვევა ალდაგში ყველაზე სწრაფი ანაზღაურებით
აგრო დაზღვევა ალდაგში ყველაზე სწრაფი ანაზღაურებით
ახლა კითხულობენ
გადახედვა
: კაცი ერთსა და იმავე დღეს გენერლად აკურთხონ და თანამდებობიდან მოხსნან, ჯერ არ გამიგია
6 საათის წინ
პარტიის კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერი, ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებულ საკადრო ცვილებებს ეხმაურება.…
მეორადი სტრესი — როგორ გადაგვედება სხვისი ნერვიულობა ისე, რომ ვერც კი ვხვდებით
დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს
დიდ ბრიტანეთში 2009 წლის 1-ელი იანვრის შემდეგ დაბადებულ პირებს სიგარეტის შეძენა აეკრძალებათ
ჰეიდარ ალიევის ცენტრის საპირწონედ თბილისური ეზო უნდა დაინგრეს — რეპორტაჟი გორგასლის მე-4 შესახვევიდან