რატომ გეგმავდა უკრაინა საქართველოში ტერაქტს – დავით ქართველიშვილი დეტალებზე საუბრობს

„ჩემს მიერ საორგანიზაციო ბუდედ დასახელებული და გეოგრაფიულად ვარაუდის დონეზე ნახსენები , სამწუხაროდ, დღეს უკვე დადასტურებული ფაქტის კონტურებს იძენს. და ამ ურთულესი პოლიტიკური მოცემულობის ფონზე, კიდევ ერთხელ მეამაყება საქართველოს სპეცსამსახურების პროფესიონალიზმი,“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ეხმიანება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას, რა დროსაც გამოვლენილი იქნა ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფი. როგორც დავით ქართველიშვილი წერს, მისი ვარაუდი საქართველოში მოსალოდნელი ტერორისტული აქტების თაობაზე, გამართლდა. მისი თქმით, ეს ვარაუდი მაშინაც უკრაინულ კვალთან იყო დაკავშირებული და რუსეთსაც ეხებოდა. „პირველ რიგში, ჩემი დიდი პატივისცემა მინდა გამოვხატო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი კოლეგებისა და მეგობრების წინაშე. წარმომიდგენია რა ქირურგიული სიზუსტით უნდა ემოქმედათ, რომ ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის არა მხოლოდ შემსრულებლებზე, არამედ ორგანიზატორებზე გასულიყვნენ. სუს-ს კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა, მთავარ პროკურატურასთან და -თან ერთობლივად ჩატარებული ოპერაციის შედეგად საქართველოში დააკავეს და ამოიღეს ტერორისტული აქტების ჩასატარებლად განკუთვნილი თანამედროვე ასაფეთქებელი მოწყობილობები, რომლის ნაწილი ს ტერიტორიაზე ტერაქტების (არაა გამორიცხული, ს ხიდის ასაფეთქებლად), ნაწილი კი, ადგილზე, დიდი ალბათობით, საქართველოში დივერსიული აქტების ჩასატარებლად იყო განკუთვნილი. აღნიშნული დანაშაულის საწყისი წერტილია უკრაინა, ოდესის ნავსადგური. ერთ-ერთი ორგანიზატორი, უკრაინის მმართველი პარტია „ხალხის მსახურის” ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატობის კანდიდატი, წარმოშობით ბათუმელი ა. შარაშენიძეა. გამანადგურებელი ნივთი რუმინეთისა და თურქეთის გავლით, საქართველოში სარფის გამშვები პუნქტით მოხდა უკრაინული სანომრე ნიშნიანი „მინივენით”. ამ ეტაპზე ამ ოპერაციაში მონაწილე 12 ადამიანია დაკავებული: 7 – საქართველოს, 3 – უკრაინის და 2 – სომხეთის მოქალაქე. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მოსალოდნელი ტერორისტული აქტების თაობაზე ჩემი მოლოდინების შესახებ ვარაუდი ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე გამოვთქვი. ეს ვარაუდი მაშინაც უკრაინულ კვალთან იყო დაკავშირებული და რუსეთსაც ეხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ტერორისტული ხასიათის საფრთხე ამ ეტაპზე თავიდან იქნა აცილებული, ეს რისკები კიდევ დიდ ხანს არ დაკარგავს თავის აქტუალურობას. ჩემს მიერ საორგანიზაციო ბუდედ დასახელებული და გეოგრაფიულად ვარაუდის დონეზე ნახსენები უკრაინა, სამწუხაროდ, დღეს უკვე დადასტურებული ფაქტის კონტურებს იძენს. და ამ ურთულესი პოლიტიკური მოცემულობის ფონზე, კიდევ ერთხელ მეამაყება საქართველოს სპეცსამსახურების პროფესიონალიზმი,” – წერს ქართველიშვილი.
Previous: : საქართველოს უპირატესობა აქვს დასავლეთ ბალკანეთთან შედარებით – ასოცირების შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, უკვე მოიცავდა ყოვლისმომცველი რეფორმების პროცესს, რაც უმეტეს სფეროებს ფარავს
Next: ომში ჩართვის მცდელობა გრძელდება ახლა უკვე ტერაქტების სახით – ეს უპირობო კონფლიქტს წარმოქმნიდა საქართველო-რუსეთს შორის –

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს