იუსტიციის სახლების გეოგრაფიული არეალი ფართოვდება, რის შედეგადაც მთელ საქართველოში 130 იუსტიციის სახლი გვექნება – ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა რატი ბრეგაძემ საქართველოს პარლამენტში, მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე, 2024 წლის გეგმებზე ისაუბრა.
მისი თქმით, 2024 წელს აქტიურად გაგრძელდება იუსტიციის სახლების მშენებლობა და შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლის 130 ფილიალი მოემსახურება მოქალაქეებს.
„ფართოვდება იუსტიციის სახლების გეოგრაფიული არეალი და დასრულდება იუსტიციის სახლების მშენებლობა თბილისში, ვგულისხმობ გლდანის ფილიალს, ხაშურში, სამტრედიაში, თერჯოლაში, ახმეტაში, საგარეჯოში, ხელვაჩაურში, ცაიშში, ზოტში, ტოლებში, შროშასა და ჭალაში. შედეგად ჩვენ გვექნება 130 იუსტიციის სახლი მთელ საქართველოში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
Next: რატი ბრეგაძე: მიწის სისტემური რეგისტრაციის შედეგად მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების ვინაობა ერთხელ და სამუდამოდ გაირკვევა – არის ეს სახელმწიფო, მუნიციპალიტეტი, ფიზიკური თუ იურიდიული პირები

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს