რატი ბრეგაძე: მიწის სისტემური რეგისტრაციის შედეგად მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების ვინაობა ერთხელ და სამუდამოდ გაირკვევა – არის ეს სახელმწიფო, მუნიციპალიტეტი, ფიზიკური თუ იურიდიული პირები

რატი ბრეგაძე: მიწის სისტემური რეგისტრაციის შედეგად მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების ვინაობა ერთხელ და სამუდამოდ გაირკვევა – არის ეს სახელმწიფო, მუნიციპალიტეტი, ფიზიკური თუ იურიდიული პირები
რატი ბრეგაძემ, პარლამენტში გამართული ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის შედეგებზე ისაუბრა.
„დასრულდება მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით, რის შედეგადაც მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების ვინაობა ერთხელ და სამუდამოდ გაირკვევა – არის ეს სახელმწიფო, მუნიციპალიტეტი, ფიზიკური თუ იურიდიული პირები, და შესაბამისად, დღეს არსებული პრობლემები, რაც, დაახლოებით, 1 000 000 ჰექტარზე არსებობს, ერთხელ და სამუდამოდ, როგორც უკვე ვახსენეთ, გადაიჭრება“ – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სისტემური რეგისტრაციის რეფორმას ახორციელებს, რომელიც 2024 წლის ბოლოს დასრულდება.
მიწის სისტემური რეგისტრაციის დასრულების შემდეგ სახელმწიფოს შესაძლებლობა ექნება, უფრო ეფექტურად წარმართოს მიწის ადმინისტრირების და მიწით სარგებლობის პოლიტიკა, ასევე შეეწყობა ხელი არსებული ბუნებრივი რესურსის ბაზისა და დაცული ტერიტორიების დაცვასა და შენახვას. ასევე, ეკონომიკურ ბრუნვაში სამართლებრივად უსაფრთხო ობიექტების რაოდენობა უპრეცედენტოდ გაიზრდება.
Previous: იუსტიციის სახლების გეოგრაფიული არეალი ფართოვდება, რის შედეგადაც მთელ საქართველოში 130 იუსტიციის სახლი გვექნება – ბრეგაძე

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს