ფაქტობრივი მდგომარეობა იძლევა ეჭვის საფუძველს რომ ტერორისტული აქტები, რომლებიც განხორციელდებოდა საქართველოში, თუ მის ფარგლებს გარეთ, დაჰბრალებოდა საქართველოს

ფაქტობრივი მდგომარეობა იძლევა ეჭვის საფუძველს რომ ტერორისტული აქტები, რომლებიც განხორციელდებოდა საქართველოში, თუ მის ფარგლებს გარეთ, დაჰბრალებოდა საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კონტრტერორისტული ცენტრის მიერ რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობისა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების ამოღების საკითხზე ბრიფინგი გაიმართა.
უწყებაში განმარტავენ, რომ კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ელექტრომანქანისთვის განკუთვნილი ორი ერთეული აკუმულატორი. სუს-ის ცნობით, არსებული აკუმულატორები გამოყენებული იყო კონტეინერებად.
„აღნიშნული საქმის დეტალები და ფაქტობრივი მდგომარეობა იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება და მთელ ამ პროცესში საქართველოს მოქალაქეების მრავლად ჩართვა ემსახურებოდა იმ მოსაზრების შექმნას, რომ ტერორისტული აქტები, რომლებიც განხორციელდებოდა საქართველოში, თუ მის ფარგლებს გარეთ, დაჰბრალებოდა საქართველოს როგორც დაგეგმვის, ისე განხორციელების ნაწილში, – განაცხადეს ბრიფინგზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო.
ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვას.